სერია A. XXI ტური: ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "რომა" შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 იანვარს იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა.

"ჯენოა" სტუმართა მეკარე ტატარუშანუს ავტოგოლით დაწინაურდა, თუმცა "ფიორენტინას" ქულა გონსალო როდრიგესის თავურმა მოუტანა - 1:1.

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "რომას" ესტუმრა, ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო. 38-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელი მანოლასი გააძევა და "რომას" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც მასიმო მაკარონემ გოლად აქცია.

ტაიმის მიწურულს საპონარამ ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობა გათანაბრდა.

57-ე წუთზე ბრაზილიელმა მაიკონმა მირალემ პიანიჩის პასით გაათანაბრა.

74-ე წუთზე მანუელ პუჩარელის ნაცვლად მოედანზე მჭედლიძე შევიდა, თუმცა
მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჯენოა-ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 ტატარუშანუ (14 ს.კ.), 1:1 როდრიგესი (54)

რომა-ემპოლი 1:1
გოლები: 0:1 მაკარონე (39-პენ), 1:1 მაიკონი (57)
გაძევება: მანოლასი (38. რომა), საპონარა (45. ემპოლი)

1. იუვენტუსი - 47 ქულა; 2. რომა - 43; 3. ნაპოლი - 36; 4. ლაციო - 34; 5. სამპდორია - 34.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან მჭედლიძე ძირითადში!!!!
გუჯა კახაძე
14:47 01-02-2015
0
ძირითადში არა კიდევ იხვი. ამას პატრონი, რომ არ ყავდეს საქრთველოს რეგიონალლიგასაც ვერ ითამაშებდა.ნამეტანი უნიჭოა. ამდენი ხანი იტალიაში საუკეთესო სპეციალისტებთან ვარჯიშობს, მაგრამ არაფერი დატყობია.ამაზეა ნათქვამი:"მაგრამ მარტო წვრთნა რას.....
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული