ანტონიო კონტე: ძალიან უცნაურ სიტუაციაში მოვხვდი...

AutoSharing Option
იტალიური მედიის მტკიცებით, "მილანის" ხელმძღვანელობა სეზონის დასრულებისთანავე მოხსნის ფილიპო ინძაგის, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილოა. "მილანი" ახალბედა მწვრთნელის ხელში მხოლოდ მე-10 ადგილზე იმყოფება.

"ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "მილანის" ბოსთა მთავარი ფავორიტი ანტონიო კონტეა, რომელმაც შესაძლოა, ფედერაციის ჩინოსნებთან უთანხმოების გამო იტალიის ნაკრები დატოვოს.

ამაზე კომენტარი თავად ანტონიო კონტემ გააკეთა: "ძალიან უცნაურ სიტუაციაში მოვხვდი. იმის მტკიცება მიწევს, რა შეადგენს ჩემს გეგმებს.

დიდი იმედი მაქვს, ევრო 2016-ის ჩათვლით, იტალიის ნაკრებს გავწვრთნი, როგორც ეს ჩემს კონტრაქტშია", - უთხრა სპეციალისტმა "გაძეტა დელო სპორტს".

მედიის სპეკულაციები კი ისევ კონტეს ადრინდელმა
კომენტარმა გამოიწვია, როცა მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლები "იუვენტუსში" გაატარა, ვერ ხედავს პრობლემას სხვა კლუბში მუშაობაზე, მათ შორის კი, "მილანში" მუშაობაზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კონტე მაგარია. სისულელეა მისი ნაკრებიდან გაშვება
gela
00:15 11-02-2015
0
ეს მილანში არ მოვა , ფეხბურთელებს მოითხოვს და ვი იყიდის? ამიტო გამორიცხულია
giga gelashvili
18:02 10-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული