ჯოვანი ტრაპატონი "იუვენტუსის" წარმატების ფორმულაზე

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესასთან საუბარში, მხცოვანი იტალიელი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი "იუვენტუსის" წარმატების ფორმულაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარი სწორი საკადრო და სატრანსფერო პოლიტიკაა:

"ყოველთვის ისე ხდება, რომ საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელები "იუვენტუსში" ასპარეზობენ.

შევხედოთ იტალიის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძირითადად "იუვეს" მოთამაშეები არიან.

ისიც გავიგე, რომ მომდევნო სეზონიდან ტურინში სიმონე ძაძა და დომენიკო ბერარდი გადაბარგდებიან, რომლებიც აუცილებლად ითამაშებენ დიდ ფეხბურთს.

"მილანს", "ინტერს" და სხვა გრანდებს არც კი ჰქონდათ იმის შანსი, რომ ვთქვათ, ძაძა თავისთან წაეყვანათ, რადგან "იუვენტუსს" ის ჯერ კიდევ წლების წინ ჰყავდა
გაფორმებული.

"ვეკია სენიორა" საქმეს სწორად უძღვება და ამიტომ მუდმივად სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული