ტაილანდელი ინვესტორები "მილანს" 1 მილიარდ ევროდ შეიძენენ

AutoSharing Option
ინვესტორები, რომლებიც ტაილანდიდან არიან, შესაძლოა, სილვიოს ბერლუსკონისგან "მილანი" შეიძინონ.

Football Italia-ს ცნობით კლუბის აქციათა 30 პროცენტის გასაყიდად გარიგება უკვე მზად არის.

წყაროს ინფორმაციით ტაილანდელ ინვესტორთა ჯგუფი "მილანს" უახლოესი სამი წლის განმავლობაში ერთ მილიარდ ევროდ იყიდის. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში ახალი სტადიონის ხარჯები არ შედის, რომელიც 2018 წელს უნდა აშენდეს.

ასევე ცნობილია, რომ სილვიო ბერლუსკონი საპატიო პრეზიდენტის სტატუსს შეინარჩუნებს, როგორც ეს მასიმო მორატის შემთხვევაში მოხდა, როცა მან ერიკ ტოჰირს მილანის "ინტერი" მიჰყიდა.

აქვე გეტყვით, რომ 20 თებერვალს 78 წლის ბერლუსკონი "მილანის"
მფლობელის რანგში 29-ე წლისთავს აღნიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული