ფილიპო ინძაგი "მილანში" რჩება, იურგენ კლოპის მისვლამდე?

AutoSharing Option
* იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულში ინძაგის "მილანში" იურგენ კლოპი შეცვლის.
* მანამდე კი ინძაგის თანამდებობას არაფერი ემუქრება.

ბოლო დღეებში, აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ "მილანის" მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, ფილიპო ინძაგის პოსტის დატოვება მოუწევს. სერია A-ს 24-ე ტურში "როსონერი" "ჩეზენას" მასპინძლობს და ბუნებრივია, რომ დადებით შედეგად მხოლოდ მოგება ჩაითვლება.

თუმცა სხვა ინფორმაცია გავრცელდა - "მედიასეტი" გვატყობინებს, რომ სილვიო ბერლუსკონის ვილაზე კლუბის მესვეურთა საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ფილიპო ინძაგი სეზონის ბოლომდე "მილანის" მთავარი მწვრთნელი იქნება და ეს განურჩევლად იმისა, თუ როგორი
შედეგები ექნება პიპოს.

ამ თემაზე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა: "ჩვენი სურვილია, რომ ინძაგი დარჩეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე და გააგრძელოს მუშაობა. ვენდეთ მას და გვჯერა, რომ სწორედ მის ხელში დავძლევთ კრიზისს. "ჩეზენასთან" მატჩი უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში? - ასეთ ვარიანტს არ ვუშვებთ, აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

ამასობაში, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "მილანის" მესვეურები ზაფხულში იურგენ კლოპის მიწვევას გეგმავენ და სწორედ გერმანელი სპეციალისტით სურთ ინძაგის ჩანაცვლება.

ჯერჯერობით, აღნიშნული ცნობა არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული