ტურინის "იუვენტუსს" ორი ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ორი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა: მარტინ კასერესი და ალესანდრო მატრი.

შეგახსენებთ, რომ მატრი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "ვეკია სენიორაში" "ჯენოადან" გადავიდა, თუმცა ტურინული გრანდის რიგებში ჯერ არ უთამაშია.

რაც შეეხება კასერესს, ტრავმის მიღებამდე შესანიშნავ ფორმაში იყო და ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ასპარეზობდა.

"გენუაში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც "იუვენტუსში" დაბრუნების შანსი გამოჩნდა, ერთი წუთითაც არ მიფიქრია.

ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ და იმედია, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარები. კონკურენცია დიდია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა მატრიმ.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული