"ფიორენტინას" ორი მთავარი მეკარე ჰყავს დამტვრეული

AutoSharing Option
"ფიორენტინა"-"ტორინოს" შეხვედრაში ფლორენციელთა მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ დაშავდა და, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაახლოებით ორი კვირა მოუწევს უქმობა. შეგახსენებთ, რომ თავად ტატარუშანუ გუნდის სათადარიგო მეკარეა და კარში მხოლოდ იმიტომ დგას, რომ ბრაზილიელი ნეტოა დაშავებული.

მოკლედ, "ვიოლას" ორი მთავარი მეკარე ჰყავს დამტვრეული და კარს მესამე მეკარე ანტონიო როზატი დაიცავს. და რომელია ეს უახლოესი შეხვედრა? - ევროპალიგაზე "ტოტენჰემთან"... ამ თემაზე ვინჩენცო მონტელამ საგანგებო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, ინგლისელებთან მატჩამდე ნეტო გამოჯანმრთელდეს:

"ნეტო თავს კარგად გრძნობს და არის მცირე შანსი, რომ
"ტოტენჰემთან" ითამაშოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარს ანტონიო როზატი დაიცავს, რომელიც გამოცდილი მეკარეა და მას ვენდობით. წინ ურთულესი მატჩი გველოდება და თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული