სერია A. XXVI ტური: სამუელ ეტოოს პირველი გოლი გენუაში [VIDEO]

AutoSharing Option
7 მარტს იტალიის სერია A-ში 26-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

გენუის "სამპდორიამ" "კალიარის" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. 33-ე წუთზე ლუის მურიელმა კუთხური ჩააწოდა და ლორენცო დე სილვესტრიმ თავურით გახსნა ანგარიში.

72-ე წუთზე "სამპდორიაში" თავისი პირველი გოლი გაიტანა სამუელ ეტოომ.

"მილანმა" "ვერონას" უმასპინძლა. ანგარიში ლუკა ტონიმ პანენკას სტილში შესრულებული პენალტით გახსნა, რასაც ჟერემი მენეზმა ასევე პენალტით უპასუხა.

მეორე ტაიმში მექსეს დარტყმული საკუთარ კარში ტახციდისმა ჩაჭრა. "ვერონა" მეტოქეს სჯობდა და ამიტომ დაიმსახურა ნიკოლას ლოპესის გოლი, რომელიც სტუმართა შემტევმა მე
-4 დამატებით წუთზე გაიტანა - 2:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამპდორია-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 დე სილვესტრი (33), 2:0 ეტოო (72)

მილანი-ვერონა 2:2
გოლები: 0:1 ტონი (18-პენ), 1:1 მენეზი (41), 2:1 ტახციდისი (47 ს. კ.), 2:2 ნ. ლოპესი (94)

1. იუვენტუსი - 58 ქულა; 2. რომა - 49; 3. ნაპოლი - 45; 4. ლაციო - 42; 5. ფიორენტინა - 42.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული