"სამპდორიასთან" მატჩის შემდეგ "კალიარის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან
ჯანფრანკო ძოლა გაათავისუფლეს, რომელმაც სარდინიული გუნდის სათავეში სამ თვესაც ვერ გაძლო. ძოლამ დეკემბერში ჩაიბარა "კალიარი" და მას ელიტაში ადგილის შენარჩუნება დაუსახეს მიზნად, თუმცა კუნძულელებმა მალევე ჩათვალეს, რომ ჯანფრანკო მოვალეობას თავს ვერ ართმევდა. შეგახსენებთ, რომ 26 ტურის შემდეგ "კალიარი" სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია.
საგულისხმოა, რომ ძოლას
ზდენეკ ზემანი შეცვლის, რომელიც სწორედ "კალიარის" მწვრთნელი იყო დეკემბრის თვემდე. დიახ, ზემანი სარდინიაზე დაბრუნდა და შეეცდება, რომ "კალიარი" სერია B-ში დაქვეითებისგან იხსნას. ჩეხი სპეციალისტი
კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს, გახანგრძლივების პერსპექტივით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"