იტალია. სერია A. XXVII ტური: მჭედლიძე "ემპოლის" სასტარტოში [VIDEO]

AutoSharing Option
14 მარტს იტალიური სერია A-ს 2 შეხვედრა გაიმართა.

სიცილიაზე "პალერმომ" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა. 70-ე წუთზე ალვარო მორატამ ტურინელთა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"იუვენტუსის" წაუგებელი სერია ჩემპიონატში 18 მატჩამდე გაგრძელდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სარდინიაზე ზდენეკ ზემანის "კალიარიმ" "ემპოლის" უმასპინძლა, რომლის სასტარტო შემადგენლობაში ლევან მჭედლიძე გამოჩნდა.

ლევანი 55-ე წუთზე შეცვალეს, მან თავის გამოჩენა ვერ შეძლო. "ემპოლი" კი ბოლო წამებზე დაუძვრა მარცხს სარდინიაზე - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 მორატა (70)

კალიარი-ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 ჟოაო (20), 1:1 ვეჩინო (93)

1. იუვენტუსი -
64 ქულა; 2. რომა - 50; 3. ლაციო - 46; 4. ნაპოლი - 46; 5. ფიორენტინა - 42.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული