სასამართლოს ბოლო სხდომაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ლუჩანო მოჯის რეაბილიტაცია და გამართლება გახლდათ, მაგრამ "იუვენტუსის" ყოფილ დირექტორს დამნაშავის სტატუსი შეუნარჩუნეს.
მართალია, მოჯი დაპატიმრებას ასცდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი რეაბილიტირება არ მოხდა, ფეხბურთში საქმიანობა კვლავ ეკრძალება. სასამართლო სხდომის შემდეგ მოჯი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა:
"კალჩოპოლის საქმე რომ დაიხურა, ეს კარგია, მაგრამ უკეთესი განაჩენის მოლოდინში ვიყავი.
წესით, უფრო მეტსაც უნდა ვითხოვდე, რადგან კალჩოპოლის მთელი ეს პროცესი დარღვევებით წარიმართა - ფეხბურთიდან 2006 წელს მომკვეთეს და "იუვენტუსი" ქვედა ლიგაში დააქვეითეს, საქმე კი 2015 წელს დაიხურა.
როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში არ იციან, რა არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრძოლას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"