მილანის "ინტერის" სურვილი და რეალობა

AutoSharing Option
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ სპორტულ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დამალა, რომ მისი სურვილი "პალერმოდან" პაულო დიბალას გადაბირებაა, რომელიც მისივე პროგნოზით, მაურო იკარდის შესანიშნავი მეწყვილე იქნება თავდასხმაში.

ორი ახალგაზრდა და პერსპექტიული არგენტინელი შეტევაში მართლაც საინტერესო სანახავი იქნებოდა, მაგრამ შეძლებენ კი მილანელები "პალერმოსთვის" 40 მილიონი ევროს გადახდას? - სწორედ ასეთ თანხას ითხოვს სიცილიური კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი 21 წლის ფორვარდში... ამასთან, ძამპარინიმ არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ თანხას ცენტი არ დააკლდება.

მოკლედ, სურვილი ერთია და რეალობა მეორე - ეგ კი არა, "ინტერის" მესვეურებს
მაურო იკარდისთან შეექმნათ პრობლემები და შესაძლოა, 22 წლის თავდამსხმელმა ზაფხულში გუნდის გამოცვლა განიზრახოს.

ლომბარდიელებმა იკარდის ახალი კონტრაქტი მოუმზადეს, რომელიც 2019 წლამდეა გათვლილი და რომლის ძალითაც, მაუროს სეზონში 2.6 მილიონი ევრო ეკუთვნის - ეს თანხა არგენტინელს ეცოტავა და, როგორც ამბობენ, წელიწადში 3 მილიონს ითხოვს. ჯერჯერობით, მხარეები კომპრომისამდე ვერ მივიდნენ და ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული