სერია A. XXXI ტური: "ფიორენტინამ" შინ "ვერონასთან" წააგო

AutoSharing Option
20 აპრილს იტალიის სერია A-ს XXXI ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც "ფიორენტინამ" "ვერონას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.

ფლორენციაში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გავიდა. თავი შეცვლაზე შემოსულმა სტუმართა ნახევარმცველმა მუნირ ობადიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ 67-ე წუთზე "ფიორენტინას" ნახევარმცველმა ალესანდრო დიამანტიმ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

"ფიორენტინა" 49 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, "ვერონამ" კი 36 ქულით მე-14 პოზიციაზე აინაცვლა.

სერია A. XXXI ტური
ფიორენტინა-ვერონა 0:1
გოლი: 0:1 ობადი (90)
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - როზი, ტომოვიჩი, ბასანტა, პასკუალე - ბადელი,
აკვილანი, ლაძარი (75. ფერნანდესი) - დიამანტი, ილიჩიჩი (55. ბაბაქარი - 62. სალაჰი), ჯილარდინო
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მარკესი (76. როდრიგესი), მორასი, აგოსტინი - სალა, პანაიოტისი (71. ობადი), გრეკო - იანკოვიჩი (83. ხრისტოდოლოპულოსი), ტალები, ტონი
გაფრთხილება: როზი, ილიჩიჩი - რაფაელი, პიზანო, იანკოვიჩი, სალა, ტალები
კუთხური: 12-8; ჯარიმა: 16-21; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-6 (3-4); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 30 000

ბომბარდირები:
18 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ლუკა ტონი (ვერონა); 13 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი), პაულო დიბალა (პალერმო).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული