ადრიანო გალიანი: დიახ, "მილანი" იყიდება

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ჟურნალისტებს შეხვდა და აქტუალურ თემებზე გააკეთა კომენტარი.

ბუნებრივია, მთავარი თემა სილვიო ბერლუსკონის მიერ კლუბის შესაძლო გასხვისებაა - ამასთან, "მილანის" მესვეურებმა 2014 წლის ფინანსური მდგომარეობა შეაჯამეს და არცთუ სახარბიელო შედეგი მიიღეს:

"ვადასტურებ, რომ სილვიო ბერლუსკონის და ტაილანდელ ბიზნესმენ ბი ტეჩაუბოლის შორის საუბარი შედგა და ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება. ვერ ვიტყვი, რომ გარიგება ახლოვდება და "მილანის" გაყიდვა გადაწყვეტილია, მაგრამ ამის ალბათობა არსებობს.

რაც უნდა მოხდეს, სილვიო ბერლუსკონის განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, რადგან ის ყველაზე წარმატებული მმართველია "მილანის" ისტორიაში.
ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, მაგრამ წარსულის დავიწყება არ შეიძლება.

რაც შეეხება გასული წლის ფინანსურ ანგარიშს, შედეგები არასახარბიელოა - 91 მილიონი ევრო ვიზარალეთ, რაც მრავალი ფაქტორით გახლდათ განპირობებული.

ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა მძიმედ აისახა ჩვენზე, თუმცა იყო სხვა პრობლემებიც - როდესაც მაღალი ადგილებისთვის არ იბრძვი, შენი მატჩების ტელერეპორტაჟებიც ნაკლებად იყიდება და საშინაო თამაშებზე გულშემატკივართა დასწრებაც იკლებს.

ბუნებრივია, წარუმატებელი გუნდის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენენ სპონსორებიც.

ამასთან, ჩვენ გასული წლის ხარჯებში ჩავსვით კლარენს ზეედორფის მთელი დარჩენილი ხელფასი, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა - როგორც იცით, კლარენსს კონტრაქტი 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული და მისთვის კომპენსაციის გადახდა გვიწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქრისტიანული რელიგია სამწუხაროდ დამარცხდა ყველა სფეროში ქრისტიანების არამზადობითვე.
sana
13:18 30-04-2015
0
ეგ რა შუაშია ფეხბურთთან...?
ოტტო
14:58 30-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული