22 წლის სერბ მცველს მილანური კლუბის მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან უმუშავია, როდესაც ეს უკანასკნელი "მანჩესტერ სიტის" წვრთნიდა. "ინტერი" მზადაა, ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამ სეზონში სერბმა ფეხბურთელმა "შალკეს" შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა. გერმანულ კლუბს ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა 9,5 მლნ ევროდ შეუძლია.