ტურინის "იუვენტუსის" მომავლის თავდასხმა: დიბალა, ძაძა, კავანი?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში საინტერესო ცნობები ვრცელდება ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით.

ის, რომ 21 წლის პაულო დიბალა სწორედ ტურინულ გრანდში გააგრძელებს კარიერას, არაერთმა წყარომ დაადასტურა, ბოლო ინფორმაციით კი, ახალგაზრდა არგენტინელის ბედს სიმონე ძაძაც გაიზიარებს. "სასუოლოს" 23 წლის ფორვარდის პირადი აგენტი კრისტიან მაიფრედი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

"90%-ით გადაწყვეტილია, რომ ძაძა კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. სიმონეს გადაბირება ტურინელებს ზამთარშიც სურდათ, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შეიკავეს, ამჯერად კი ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია. დიბალა? - მისი "იუვეში" გადასვლა არ გვაშინებს, რადგან უმაღლესი მწვერვალებისთვის მებრძოლ გუნდს
5-6 ტოპ-კლასის ფორვარდი უნდა ჰყავდეს".

"გაძეტა დელო სპორტი" გვაუწყებს, რომ ოთხშაბათს "იუვეს" მესვეურები ედინსონ კავანის აგენტს შეხვდებიან და საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, შემდეგ კი მატეო დარმიანის ტრანსფერზე გადაიტანენ ყურადღებას. 25 წლის დარმიანი "ტორინოში" შესანიშნავად ასპარეზობს და მისი გადაბირება ევროპულ გრანდებს სურთ. "ტორო" დარმიანს 25 მილიონ ევროდ აფასებს და თანხას ფეხს არ უცვლის.

და მაინც, დიბალა, კავანი და ძაძა შეტევაში - "გაძეტა" ვარაუდობს, რომ "იუვე" სამივეს გადაბირებას შეეცდება და თუ მიზანს მიაღწია, შემდეგ ფერნანდო ლორენტეს და ალესანდრო მატრის უპრობლემოდ შეელევა, კინგსლი კომანს კი ტურინელები, ალბათ, იჯარით გაუშვებენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული