წყაროს ცნობით, მილანურმა კლუბმა იტალიელ სპეციალისტს სამწლიანი კონტრაქტი, ტრანსფერებისთვის კი 120 მლნ ევრო შესთავაზა.
"ანჩელოტის გუნდში დაბრუნებას იმედით ველით, თუმცა ჩვენ სხვა ვარიანტებიც გვაქვს - მათგან სამი იტალიაში, ერთი კი საზღვარგარეთ", - გამოქვეყნებულია "მილანის" პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის სიტყვები Milan News-ის "ტვიტერზე".