კლაუდიო ლოტიტო: ფელიპე ანდერსონის ფასი 100 მილიონი ევროა

AutoSharing Option
სერია A-ს უკვე განვლილ გათამაშებაში "ლაციომ" მესამე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში რომაული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. "ბიანკოჩელესტეს" მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის თქმით, უახლოეს დღეებში კლუბის მესვეურებთან აპირებს შეხვედრას, რათა მათ სატრანსფერო პერიოდზე და გუნდის აუცილებელ გაძლიერებაზე ესაუბროს.

პიოლიმ დასძინა, წინ კიდევ უფრო რთული სეზონი გველოდება და თუ რამის მიღწევა გვსურს, რამდენიმე ექსტრა-კლასის ფეხბურთელი უნდა დავიმატოთო. ჯერ არ ვიცით, როდის შეხვდება პიოლი კლუბის მესვეურებს, მაგრამ იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა მოცდა არ ისურვეს და "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო
ლოტიტოს დაუკავშირდნენ:

"ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა შესანიშნავი შედეგია და მადლობა ეკუთვნით როგორც მწვრთნელს, ისე ფეხბურთელებს. ჩვენი მიზანი გაძლიერებაა და სატრანსფერო ბაზარზე აუცილებლად ვიაქტიურებთ.

სტეფანო პიოლის შევხვდები და ერთად დავისახავთ გეგმებს. უმნიშვნელოვანესია წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება და ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. ფელიპე ანდერსონის გადაბირება არაერთ გრანდს სურს, მაგრამ ჩვენს გეგმებში მისი გაყიდვა არ შედის. ვფიქრობ, ფელიპეს ფასი 100 მილიონ ევროს არ ჩამოუვარდება და თუ რომელიმე კლუბი ამ თანხის გადამხდელია, შეგვიძლია დავილაპარაკოთ. რატომ გიკვირთ? - მხოლოდ 20 წლისაა, ბრწყინვალედ ასპარეზობს და ჯერ კიდევ ძალიან შორსაა თავისი მაქსიმუმისგან. ორ-სამ წელიწადში ფელიპე ანდერსონი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში იქნება და შესაბამისად, მისი გასხვისება ჩემს გეგმებში არ შედის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული