ვალტერ ძენგა "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სინიშა მიხაილოვიჩს ვალტერ ძენგა შეცვლის.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ხელშეკრულება 1-წლიანი იქნება და მას უახლოეს ორ დღეში მოეწერება ხელი.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ოთხი წელია ვალტერ ძენგა არაბულ გუნდებში მუშაობს, იქამდე კი მეტ-ნაკლები წარმატებით "პალერმოს", "კატანიას" და სხვადასხვა რუმინულ გუნდს წვრთნიდა. ძენგა "სამპდორიაში" უცხო არაა, რადგან 1994-96 წლებში სწორედ გენუური გუნდის კარს იცავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული