ბოლო დღეებში სწორედ ბერლუსკონის და ტაეჩაუბოლის შეთანხმების თემა და ყველა წვრილმანი დეტალი განიხილება, სინიშა მიხაილოვიჩის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა კი ჯერ კიდევ არ დადასტურებულა. ითქვა ის, რომ ფილიპო ინძაგი აღარ არის "როსონერის"
ერთ-ერთი ვერსიით, სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურა ბი ტაეჩაუბოლს არ მოსწონს და სწორედ ის გახლავთ პროცესის გაყინვის ინიციატორი. ამბობენ, რომ მისტერ ბი სილვიო ბერლუსკონის ესაუბრა და გაცილებით სახელიანი მწვრთნელის მოძებნა ურჩია - მით უმეტეს, ახალი რეალობით, კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებენ და მწვრთნელის სურვილებს დააკმაყოფილებენ.
მოკლედ, ასეთი ეჭვი გაჩნდა, მაგრამ "სქაი სპორტს" თუ დავუჯერებთ, ეს მხოლოდ ჭორებია, სინამდვილეში კი 46 წლის სერბმა სპეციალისტმა უკვე გააფორმა "როსონერისთან" 2-წლიანი კონტრაქტი და ამ ინფორმაციას მაშინ გააცხადებენ, როდესაც ფილიპო ინძაგის გათავისუფლება ოფიციალურად გაფორმდება.
ფორმალურად, ინძაგი ჯერ კიდევ ითვლება "მილანის" მწვრთნელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის, ლომბარდიულ გრანდს მოქმედი კონტრაქტი ერთბაშად სამ სპეციალისტთან აკავშირებს: კლარენს ზეედორფთან, ფილიპო ინძაგისთან და სინიშა მიხაილოვიჩთან.
ეს იმ შემთხვევაში, თუ სერბთან კონტრაქტი მართლა გაფორმებულია და უბრალოდ, გახმაურებისგან იკავებენ თავს. მოკლედ, ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მიხაილოვიჩი უკვე "როსონერის" თავკაცია, თუმცა ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"