24 წლის მცველი "ბარსელონას" აღზრდილია და აქამდე სწორედ ესპანურ გრანდში ასპარეზობდა, მაგრამ თამაშის შანსი იშვიათად ეძლეოდა. მაგალითად, გასულ სეზონში, მონტოიამ მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გუნდის შეცვლა.
"ინტერის" ფეხბურთელის სტატუსით, მარტინმა პირველი კომენტარი მისცა ჟურნალისტებს:
"საოცარ ქალაქში ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. რაც მთავარია, უდიდესი ისტორიის მქონე გუნდში მოხვდი, სადაც უამრავი ვარსკვლავი ასპარეზობდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრებ ადგილს და "ინტერთან" ერთად
რობერტო მანჩინის ვესაუბრე და მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად მომიწევს მუშაობა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "ინტერი" ერთი დიდი ოჯახია და ასეთ გარემოში წარმატების მიღწევა გაცილებით იოლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"