
Gazzetta dello Sport-ის გათვლით, ახალი სტადიონი ყოველწლიურად კლუბს 74 მილიონ ევროს მოუტანს.
51 მილიონი ევრო გაყიდული ბილეთებიდან შემოვა, ხოლო 15 მილიონი სტადიონის სახელის უფლება ეღირება. გარდა ამისა, 8 მილიონს კლუბი მატჩებისგან თავისუფალ დღეებში მიიღებს.
სტადიონის სახელის შეძენის პრიორიტეტული უფლება "მილანის" სატიტულო სპონსორს, Emirates-ს ექნება. ამ შემთხვევაში სტადიონს Emirates Stadium Milan ერქმევა, თუმცა სტადიონის სახელის უფლება შეიძლება სხვა კანდიდატებზეც გაიყიდოს.