აურელიო დე ლაურენტისი კლუბებს და ფედერკალჩოს აფრთხილებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "კორიერე დელო სპორტს" ესაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა. სენიორ აურელიოს თქმით, სერია A-ს კლუბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ფინანსური ფეარ პლეის პრინციპებს და ეს საკითხი ფედერკალჩომაც უნდა გააკონტროლოს:

"ძალიან კარგია, რომ იტალიურ კლუბებს ფული გაუჩნდათ და ტრანსფერებში დიდი თანხები დახარჯეს. ძლიერი "მილანის", "იუვენტუსის", "ინტერის" და "რომას" გარეშე იტალიური ფეხბურთი წარმოუდგენელია. თუმცა, საჭიროა ფინანსური ფეარ პლეის პრინციპების დაცვა, რათა შემდეგ ცუდი შედეგი არ მოვიმკათ.

ამაზე პასუხისმგებლობა ფედერკალჩოს ეკისრება, რომლის პრეზიდენტი, პრაქტიკულად, არ ინტერესდება სერია A-ს კლუბების სატრანსფერო
დანახარჯებით. ჩემი ინფიორმაციით, იტალიის ელიტარული ლიგის მხოლოდ 3 კლუბის შემოსავლები აღემატება დანახარჯებს, სერია B-ში კი კიდევ უარესი ვითარებაა.

უნდა გამოვფხიზლდეთ, თორემ სავალალო შედეგს ვერ ავცდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული