სიმონე პეპე "კიევოში" ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სიმონე პეპე "იუვენტუსს" დატოვებს და კარიერას "კიევოში" გააგრძელებს.

31 წლის შემტევი ბოლო წლებში სწორედ ტურინულ გრანდში ირიცხებოდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, გასულ სეზონში კი, პრაქტიკულად, არ უთამაშია. ფეხბურთელის პირადმა აგენტმა შემდეგი განაცხადა:

"შეთანხმება მიღწეულია და გადაწყვეტილია, რომ ჩემი კლიენტი კარიერას "კიევოში" გააგრძელებს.

ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება და ვადა 2016 წლის პირველ ივლისს გაუვა. ფორმალობებია მოსაგვარებელი და პეპე ვერონული გუნდის ფეხბურთელი გახდება.

მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, რისი გარანტია მას "იუვეში" არ ჰქონდა და
ამიტომ წასვლა ამჯობინა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული