31 წლის შემტევი ბოლო წლებში სწორედ ტურინულ გრანდში ირიცხებოდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა, გასულ სეზონში კი, პრაქტიკულად, არ უთამაშია. ფეხბურთელის პირადმა აგენტმა შემდეგი განაცხადა:
"შეთანხმება მიღწეულია და გადაწყვეტილია, რომ ჩემი კლიენტი კარიერას "კიევოში" გააგრძელებს.
ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება და ვადა 2016 წლის პირველ ივლისს გაუვა. ფორმალობებია მოსაგვარებელი და პეპე ვერონული გუნდის ფეხბურთელი გახდება.
მთავარი სათამაშო პრაქტიკაა, რისი გარანტია მას "იუვეში" არ ჰქონდა და
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"