ფლორენციელებმა 33 წლის ფორვარდის გამოსყიდვაზე უარი თქვეს, მაგრამ ალბერტოს სხვა იტალიური ვარიანტი გამოუჩნდა. "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ჯილარდინოს გადაბირება "პალერმოს" მესვეურთა პრიორიტეტული მიზანია და საამისოდ ყველაფერს გააკეთებენ.
აღნიშნული ცნობა სიცილიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯუზეპე იაკინიმ დაადასტურა:
"სტატისტიკა ყველაფერზე ნათლად მეტყველებს და ცხადია, რომ ჯილარდინო უმაღლესი კლასის ფორვარდია. ვფიქრობ, ალბერტო სეზონში მინიმუმ 12 გოლს გაიტანს, ეს კი ის შედეგია, რომლის გამოც პაულო დიბალა
ვიცი, რომ კლუბის მესვეურები აქტიურად მუშაობენ ამ ტრანსფერზე და იმედი მაქვს, რომ შეთანხმება მალე შედგება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"