ტურინის "იუვენტუსმა" მარცხენა ფრთა ალექს სანდროთი გააძლიერა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხეს და "პორტოდან" ალექს სანდრო გადაიბირეს.

ტურინული გრანდი 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის, ბონუსების სახით კი, პორტუგალიური კლუბისთვის კიდევ 5 მილიონია განკუთვნილი.

სანდრო უკვე ტურინშია, სამედიცინო შემოწმებას გადის და შემდეგ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ალექს სანდრო მარცხენა მცველია და ცხადია, პატრის ევრას ალტერნატივად განიხილება. აშკარაა, რომ მასიმილიანო ალეგრი კვადვო ასამოას არ ენდობა და შესაბამისად, ფლანგს მხოლოდ 33 წლის ფრანგის იმედად ვერ დატოვებდა.

თუ სანდროს ასაკს გავითვალისწინებთ და მასში გადახდილი თანხის ოდენობას, სამომავლოდ
ბრაზილიელი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება. თუმცა ალექსმა ჯერ უნდა გაამართლოს მასზე გაცემული ავანსები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Asamoa mcveli araa shesabamisad asamoa dabrundeba tavis poziciaze naxevardacvashi
0

სიახლეები პოპულარული