იტალია. სერია A. I ტური: ჩემპიონი შეაზანზარეს [VIDEO]

AutoSharing Option
* ისტორიაში პირველად, ტურინის "იუვენტუსმა" I ტურში საშინაო მატჩი წააგო.

* "იუვენტუსმა" ჩემპიონატში 5-წლიანი და 40-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

* ბოლოს "იუვემ" შინ ჩემპიონატში 2010 წლის აგვისტოს წააგო "ბარისთან". მას მერე გუნდმა 33 შეხვედრა მოიგო და 7 ფრედ დაასრულა.

სერია A-ს 2015-16 წლების გათამაშება სენსაციურად დაიწყო - "იუვენტუს არენაზე" ჩემპიონი არაფრით გამორჩეულ "უდინეზესთან" დამარცხდა. ტურნირი კი შაბათს რომაული გუნდების მატჩებით დაიწყო. "რომა" "ვერონას" ესტუმრა, ხოლო "ლაციომ" "ბოლონიას" უმასპინძლა. სწორედ ამ ორ შეხვედრაზე გავამახვილოთ ყურადღება და შემდეგ "იუვეზეც" ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

ნაცნობი სურათი
ბოლო წლებში "იუვენტუსის" უმთავრეს კონკურენტად სკუდეტოსთვის ბრძოლაში "რომა" სახელდება, თუმცა ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება - "ჯალოროსის" არ ჰყოფნის სტაბილურობა, მეტწილად გასვლით შეხვედრებში კარგავს ქულებს და შედეგად, გზას უხსნის "იუვეს" მორიგი წარმატებისკენ. ახალი სეზონის პირველი ტური თითქოს გასული ჩემპიონატების რიმეიქია - ჩავიდა "რომა" ვერონაში, დაკარგა ორი ქულა და რუდი გარსიაც ჩვეულ კომენტარს აკეთებს:

"რთული მატჩი იყო, რომელშიც შეგვეძლო, როგორც მოგვეგო, ისე წაგვეგო. მთლიანობაში, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ სამი ქულის მოსაპოვებლად კიდევ უფრო მეტი იყო საჭირო. ედინ ჯეკოს და მოჰამედ სალაჰს ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ მეტი შეუძლიათ და ესეც ფაქტია. ჯერჯერობით, გუნდთან ადაპტაციას გადიან და დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენენ. ჯეკოს გატანის კარგი შანსი ჰქონდა და დასანანია, რომ მიზანს ვერ უწია. ქულების დაკარგვა უსიამოვნოა, მაგრამ მთელი ჩემპიონატი წინაა და ოპტიმისტებად უნდა დავრჩეთ".

რუდი გარსიამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე ჟერვინიოსთან ერთად ორი ახალწვეული გაამწესა: მოჰამედ სალაჰი და ედინ ჯეკო. მწვრთნელის კომენტარიდან კარგად ჩანს, რომ ედინს და მოჰამედს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ და მთლიანობაში, ჩრდილში იყვნენ მოქცეულნი. ორ მრისხანე შემტევზე ერთი ხეირიანი მომენტი ძალიან ცუდი სტატისტიკაა და თანაც მაშინ, როდესაც ის ერთი მომენტიც უშედეგოდ მთავრდება.

სამაგიეროდ, ალესანდრო ფლორენცი თამაშობდა თავის მარჯვენა ფრთაზე კარგად და გარდა იმისა, რომ დაცვით ფუნქციებს ასრულებდა უზადოდ, გოლიც მის ანგარიშზეა. ალესანდრომ გაათანაბრა ანგარიში, იქამდე კი ბოშკო იანკოვიჩმა იხეირა და "ვერონა" წინ გაიყვანა.

მთლიანობაში, ვენეტოელებმა კარგი თამაში აჩვენეს და არაფერი დაუთმეს ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს. "ვერონას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ჯამპაოლო პაცინის, თუმცა მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი ითამაშა და, რა გასაკვირია, რომ ვერაფერი მოასწრო. სამაგიეროდ, ლუკა ტონი იყო ძირითადში, ბევრი იბრძოლა და მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდა რომაელი მცველები - ვეჭვობთ, რომ ამ სეზონში ტონი და პაცინი თავიანთ სიტყვას იტყვიან, "ვერონა" კი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციოს" კარგი სტარტი
"ლაციომ" სრული უპირატესობით წარმართა "ბოლონიასთან" საშინაო შეხვედრა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, 2:1. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და სამივე მეტად ეფექტური - რომაელთაგან ლუკას ბილია და გუნდის 20 წლის ახალწვეული რიკარდო კიშნა გამოირჩნენ. ახალგაზრდა ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ირჯებოდა, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და "ბიანკოჩელესტეს" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. "ბოლონიამ" იბრძოლა, იშრომა, ერთი გოლი შეაგდო, მაგრამ მეორეს ვეღარ შესწვდა და სახლში უქულოდ დაბრუნდა.

"ლაციოს" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ 4-2-3-1 ტაქტიკა გამოიყენა და აღსანიშნავია, რომ თადარიგში დატოვა ფელიპე ანდერსონი. ბრაზილიელი მეორე ნახევარში ჩაერთო შეხვედრაში და მხოლოდ 15 წუთი ითამაშა. "ბიანკოჩელესტეს" თავკაცმა მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"რთული მატჩი იყო და იოლ გასეირნებას არც ველოდით. "ბოლონია" კარგად დაბალანსებული გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ გრანდს გაამწარებს როგორც შინ, ისე გასვლაზე. პირველ ნომრად ვითამაშეთ და სწორედ ამან მოგვცა შედეგი - "ლაციო" კიდევ უფრო შემტევი იქნება, ვიდრე აქამდე იყო და ეს თამაშიც ამის ნათელი დადასტურებაა.

არც ფელიპე ანდერსონს და არც სხვა რომელიმე ფეხბურთელს, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაბევებული არ აქვთ - წინა სეზონში კარგი თამაში ნამდვილად არ არის იმის გარანტი, რომ მუდმივად სასტარტო თერთმეტეულში იქნება. ძირითადში ის ფეხბურთელები მოხვდებიან, რომლებიც კონკრეტულ თამაშს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან. ჩვენი მიზანი ყველა მატჩში სამი ქულის მიპოვებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

მოულოდნელი მარცხი
იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის "იუვენტუსმა" "უდინეზე" მიიღო და მოულოდნლი მარცხი იწვნია. გამარჯვების გოლი 78-ე წუთზე ფრანგმა ფორვარდმა სირილ ტერომ გაიტანა.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს და სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. თამაში უდინელთა მხარეს მიმდინარეობდა და მომენტებიც მეტწილად ორესტის კარნეზისის კართან იქმნებოდა, მაგრამ გოლი მისი ვიზავის, ჯანლუიჯი ბუფონის კარში გავიდა.

მასიმილიანო ალეგრიმ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია და შეტევაში მარიო მანჯუკიჩს არა პაულო დიბალა, სიმონე ძაძა ან ფერნანდო ლორენტე, არამედ კინგსლი კომანი შეუწყვილა - ალეგრიმ სხვა მხრივაც გაგვაკვირვა, როდესაც მატჩის წინ განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს, არც მეტი, არც ნაკლები, სიმონე პადოინი შეცვლის. მოკლედ, სენიორ მასიმილიანოს ექსპერიმენტებმა არ გაამართლა და ჩემპიონს სტარტზევე დაუცდა ფეხი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

22 აგვისტო
ვერონა-რომა 1:1
გოლები: 1:0 იანკოვიჩი (61), 1:1 ფლორენცი (66)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მარკესი, მორასი, სუპრაიენი (79. რომულო) - სალა, გრეკო, ალფრედსონი - იანკოვიჩი (84. პაცინი), ტონი, ხუანიტო ტალები (74. სილიგარდი)
რომა (4-3-3): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, კასტანი, ტოროსიდისი - პიანიჩი, ნაინგოლანი, დე როსი (66. კეიტა) - ჟერვინიო (83. იბარბო), სალაჰი (66. იაგო), ჯეკო
გაფრთხილება: სუპრაიენი, ხუანიტო ტალები - კასტანი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 7-19 (4-8); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 22 000

ლაციო-ბოლონია 2:1
გოლები: 1;0 ბილია (17), 2:0 კიშნა (23), 2:1 მაკოზუ (43)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, ჯენტილეტი, დე ვრი, რადუ - პაროლო, ბილია (52. კატალდი) - კანდრევა (75. ანდერსონი), კიშნა, ლულიჩი (61. სავიჩი) - კეიტა
ბოლონია (4-3-1-2): მირანტე - როსეტინი, ოიკონომუ, მაზინა, ფერარი - ბრიგი, კრიზეტიგი (83. დიავარა), კრიმი (46. პულგარი) - ბრიენცა - მანკოზუ, აკვაფრესკა (76. დესტრო)
გაფრთხილება: რადუ, სავიჩი - ბრიგი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18-8 (11-6); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 000

23 აგვისტო
იუვენტუსი-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 ტერო (78)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (82. ისლა), პერეირა (79. ლორენტე), პადოინი, პოგბა, ევრა - კომანი (65. დიბალა), მანჯუკიჩი
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ერტო, დანილო, პირისი - ედენილსონი, ბადუ (53. კონე), იტურბე, ფერნანდესი, ალი ადნანი (86. ვიდმერი) - დი ნატალე (66. საპატა), ტერო
გაფრთხილება: პადოინი - ერტო, პირისი, ალ ადნანი
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21-4 (8-1); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 40 000

ემპოლი-კიევო 1:3
გოლები: 1:0 საპონარა (7), 1:1 მეჯორინი (55), 1:2 ბირსა (60), 1:3 პალოსკი (63)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი, მანიანელი, ბარბა, მარიო რუი - ზელინსკი, ელ ჰაჯი (74. რონალდო), კროჩე (57. სინიორელი) - საპონარა - მაკარონე (63. მჭედლიძე), პუჩარელი
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, გობი - ბირსა (88. კაჩატორე), ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (43. რიგონი), კასტრო - პალოსკი, მპოკუ (46. მეჯორინი)
გაფრთხილება: საპონარა - მეჯორინი, რიგონი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 15-12 (5-3); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 17 000

ფიორენტინა-მილანი 2:0
გოლები: 1:0 ალონსო (38), 2:0 ილიჩიჩი (56-პენ.)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, რონკალია (59. ასტორი), ალონსო - ბორხა ვალერო, ბადელი - ჟუნიორი, ბერნარდესკი (81. ფერნანდესი), ილიჩიჩი (67. სუარესი) - კალინიჩი
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - დე შილიო, ელი, რომანიოლი, ანტონელი - ბერტოლაჩი (70. ნოჩერინო), დე იონგი, ბონავენტურა - ჰონდა (39. საპატა) - ბაკა (78. ჩერჩი), ლუის ადრიანო
გაფრთხილება: რონკალია, ილიჩიჩი, ბერნარდესკი - რომანიოლი, ბონავენტურა
გაძევება: ელი (36. მილანი)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10-5 (7-3); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 30 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფროზინონე-ტორინო 1:2
გოლები: 1:0 სოდიმო (7), 1:1 კვალიოარელა (59), 1:2 ბაზელი (64)
ფროზინონე (4-2-3-1): ლეალი - როზი (76. ჩიფანი), რუსო, დიაკიტე, კრიველო - პაგანინი, გორი, გუჩერი, სოდიმო (68. კარლინი) - დიონისი, ლონგო (84. ვერდე)
ტორინო (4-2-3-1): პადელი - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერეირა, ბენასი (79. ასკუა), გაცი, ბაზელი (86. ვივესი), აველარი - კვალიარელა, ლოპესი (61. მარტინესი)
გაფრთხილება: დიონისი, ჩოფანი - მაკსიმოვიჩი, პერესი
კუთხური: 3-12; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-16 (3-7); ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 10 000

ინტერი-ატალანტა 1:0
გოლი: 1:0 იოვეტიჩი (90)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მირანდა, მურილიო, ჟუანი - მედელი, გნუკური (46. ერნანესი), კონდოგბია - ბროზოვიჩი (65. მანა) - პალასიო, იკარდი (15. იოვეტიჩი)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო, კერუბინი, სტენდარდო, დრამე - კარმონა, დე რუნი, კურტიჩი - მორალესი (64. დალესანდრო), გომესი (78. მილიაჩო), დენისი (24. პინილია)
გაფრთხილება: მანა - პინილია
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 13-2 (7-0); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმო-ჯენოა 1:0
გოლები: 1:0 ელ კაუტარი (90)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ელ კაუტარი - რიგონი (73. ჰილემარკი), ჩოჩევი (33. ტრაკოვსკი), ლაზაარი (87/ დაპრელა), მატო, რისპოლი - ვასკესი - კუაიზონი
ჯენოა (3-5-2): ლამანა - დე მაიო, ბურდისო, მარკეზე - სისოხო, კოსტა (83. პანიკო), კუცკა, ლაქსალტი, ნიჩამი - ლაზოვიჩი (52. კაპელი - 69. პანმაიოტისი), პანდევი
გაფრთხილება: ვიტიელო - მარკეზე
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 11-9 (6-3); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 20 000

სამპდორია-კარპი 5:2
გოლები: 1:0 ედერი (14-პენ.), 2:0 მურიელი (21), 3:0 მურიელი (31), 4:0 ედერი (33), 5:0 ფერნანდო (37), 5:1 ლაძარი (38), 5:2 მატოსი (88)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - კასანი, სილვესტრი, კოდა, რეჯინი - ივანი, ფერნანდო, ბარეტო - სორიანო (83. ვსზოლეკი) - მურიელი (75. კასანო), ედერი
კარპი (4-3-1-2): ბრკიჩი - ლეტცია (70. ვოლასი), სპოლი, ბუბნიკი, გალიოლო (60. დი გაუდიო) - მატოსი, პორკარი, მარონე, სილვა - ლაზარი =- ლაზანია (56. ვლიჩეკი)
გაფრთხილება: კოდა - ლეტცია, პორკარი, მარონე
გაძევება: ივანი (81. სამპდორია)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-16 (7-7); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 25 000

სასუოლო-ნაპოლი 2:1
გოლები: 0:1 ჰამშიკი (3), 1:1 ფლორო ფლორესი (32), 2:1 სანსონე (84)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მანიანელი, მისიროლი, დანკანი - ფლორო ფლორესი (73. სანსონე), ბერარდი (63. პოლიტანო), დეფრელი (82. ფალჩინელი)
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კირიშეკი, უსაი - დავიდ ლოპესი, ვალდიფიორი, ჰამშიკი - ინსინიე (73. ელ ქადური) - მერტენსი (79. კალეხონი), იგუაინი (63. გაბიადინი)
გაფრთხილება: პელუზო, მანიანელი, ბერარდი, სანსონე - კირიშეკი, ვალდიფიორი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-11 (6-3); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 15 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
29 აგვისტო:
ბოლონია-სასუოლო, მილანი-ემპოლი.

30 აგვისტო:
რომა-იუვენტუსი, ატალანტა-ფროზინონე, კარპი-ინტერი, კიევო-ლაციო, ჯენოა-ვერონა, ნაპოლი-სამპდორია, ტორინო-ფიორენტინა, უდინეზე-პალერმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული