ემანუელე ჯაკერინი იტალიის ნაკრებს უმიზნებს

AutoSharing Option
"ბოლონიას" ახალწვეული ემანუელე ჯაკერინი დიდი ხანია, იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ლამობს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.

როდესაც "სკუადრა აძურას" თავკაცად ანტონიო კონტე დაინიშნა, ემანუელემ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ კონტე მასაც მიაქცევდა ყურადღებას. ანტონიო არ სწყალობს ჯაკერინის, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც მისცემია მისი გამოძახების საბაბი.

ბოლო წლებში, ემანუელე ინგლისში ასპარეზობდა და მთლიანობაში, ძალიან წარუმატებლად. ჯაკერინი იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩებში ეროვნულ გუნდს ისიც დაეხმარება და შემდეგ კონტინენტის პირველობაზე გაემგზავრება:

"ეროვნულ
გუნდში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. ზუსტად ვიცი, რომ ანტონიო კონტე ყველა კანდიდატს აკვირდება და შანსი მეც მომეცემა. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები, ფორმაში შევდივარ და ვგრძნობ, რომ "სკუადრა აძურას" გამოვადგები. მინდა, ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე დავეხმარო და შემდეგ კონტინენტის პირველობაზე ვიასპარეზო; ეს ჩემი უპირველესი მიზანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული