სერია A. III ტური: მადონინა "ინტერს" დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა, სადაც მილანური გრანდები დაუპირიდსპირდნენ ერთმნანეთს. "მადონინაზე" დაწვრილებით ხვალინდელ ნომერში ვისაუბრებთ, იქამდე კი "იუვენტუსის" მორიგ წარუმატებლობასა და სხვა საინტერესო მატჩებზე გავამახვილოთ ყურადღება.

ნავსი არ გატყდა
"იუვენტუსმა" კიდევ ერთი თამაში ჩააგდო და ვერც ამჯერად მოიპოვა ნანატრი სამი ქულა. ტურინში სატურნირო ცხრილის მოულოდნელი ლიდერი, "კიევო" ჩავიდა და მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

ანგარიში ჯერ კიდევ მე-5 წუთზე ვერონელებმა გახსნეს, როდესაც შორი მანძილიდან პერპარიმ ჰეტემაიმ გაისროლა და ჯანლუიჯი ბუფონი უშანსოდ დატოვა. გამათანაბრებელი პაულო დიბალას ანგარიშზეა, რომელმაც ალექს სანდროს
მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და ეს ამბავი უკვე მატჩის მიწურულს მოხდა. იქამდე იყო "იუვენტუსის" გაუთავებელი იერიშები, რომელიც ხან ვერონერლთა მეკარის კარგი თამაშით და ხანაც ტურინელთა არაზუსტი დარტყმით მთავრდებოდა.

"კიევო" კონტრიერიშებზე ცდილობდა მეორე გოლის შეგდებას და ერთხელ შეარხია კიდეც კარის ბადე, თუმცა მსაჯმა თავდამსხმელზე ჯარიმა დააფიქსირა. მოკლედ, "იუვეს" მორიგი რთული ბრძოლა გადახდა და ამჯერადაც გააწბილა გულშემატკივარი.

სხვა, რა შეიძლება ითქვას ტურინულ გრანდზე? - ის, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკა შეცვალა და 3-5-2-ის ნაცვლად, ამჯერად 4-3-1-2 აირჩია. ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ერნანესი, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ახალ გუნდში და ცხადია, რომ ტრეკვარტისტა სწირედ ბრაზილიელი გახლდათ. ერნანესი აქტიური იყო, კარგად არიგა გადაცემები და რანდენჯერმე თვითონაც დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ბურთი არა და არ შედიოდა ვერინელთა კარში. და მაინც, ტურინელთა მასირებული იერიშები ვერ გადაფარავს იმას, რომ იტალიის მოქმედი ჩემპიონი კრიზისშია და სამ თამაშში მხოლოდ ქულა აქვს აღებული. "იუვემ" ჩავარდნა მალე უნდა დაძლიოს, თორემ შესაძლოა, შემდეგ გვიან იყოს, რადგან მთავარი კონკურენტი აქტიურად აგროვებს ქულებს...

მატჩის შემდეგ, "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა: "ვიცოდი, რომ მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო გაგვიჭირდება და ჩემი პროგნოზი გამართლდა.. თუმცა, ეს მოტივაციას გვმატებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩავარდნას მალე დავძლევთ. მთელი თამაში ვუტევდით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი იერიშები ქაოტური იყო. ძალიან ვჩქარობდით გოლების გატანას და ამ დროს, უფრო მეტად უნდა გაგვეგორებინა ბურთი, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ერბინათ. ჩემი შეგირდების უმეტესობამ, ნაკრებებში ორ-ორი მატჩი ჩაატარეს და გადაღლილები დაბრუნდნენ.

სწორედ ამიტომ დავტოვე თადარიგში პოლ პოგბა. პრობლემები სახეზეა და მათი აღმოფხვრაა საჭირო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დამაჯერებელი გამარჯვება
"რომა" "ფროზინონეს" ესტუმრა და, როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა მეტოქე. დედაქალაქელებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს, რომელთაგან ერთი იაგო ფალკეს, ხოლო მეორე ხუან იტურბეს ანგარიშზეა. მთელი მატჩი რომაელთა უპირატესობით წარიმართა და შეიძლებოდა, რომ ანგარიში გამანადგურებელი ყოფილიყო.

რუდი გარსიამ ტაქტიკა შეცვალა და 4-3-3-ის ნაცვლად, ამჯერად 4-2-3-1 გამოიყენა. შეტევის წინა ხაზზე ედინ ჯეკო ვიხილეთ, მის უკან კი შემდეგი სამეული გამწესდა: ჟერვინიო, ფრანჩესკო ტოტი და იაგო ფალკე. მეორე ტაიმში, გარსიამ ჯეკო მოხსნა თამაშიდან, შუახაზელი დაამატა და ძველ სქემას დაუბრუნდა. მთლიანობაში, "რომას" თავკაცი კარგად წარუძღვა შეხვედრას და "იუვეს" მორიგი წაფორხილების ფონზე, უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

მატჩის შემდეგ, "ჯალორისის" თავკაცი ძალიან კმაყოფილი იყო და განაცხადა, რომ სეზონის სტარტს მისი გუნდი კარგ ფორმაში შეხვდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის მაქსიმუმი - ფრანგის თქმით, საუკეთესო "რომა" ჯერ არ გვინახავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გუარინის გოლით
მილანური დერბი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მთლიანობაში, თანაბარი გამოდგა, თუმცა "ინტერმა" ერთ-ერთი მომენტი გოლად აქცია და მოიგო კიდეც ეს უმნიშვნელოვანესი თამაში. გამარჯვების გოლი ფრედი გუარინის ანგარიშზეა, რომელმაც შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და დიეგო ლოპესს შანსი არ დაუტოვა.

"მილანმა" შეტევებში გალია ბოლო წუთები, ყველაზე რეალური მომენტი კი მარიო ბალოტელიმ შექმნა, თუმცა მისი უძლიერესი დარტყმული ძელმა აისხლიტა. საბოლოოდ, 1:0 "ინტერის" სასარგებლოდ და რობერტო მანჩინის გუნდი სატურნირო ცხრილს თავში მოექცა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

III ტური
12 სექტემბერი
ფიორენტინა-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ბაბაქარი (60)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, ასტორი, ალონსო, პასკუალი - ბორხა ვალერო (80. ბლაშიკოვსკი), ბადელი, ვესინო - როსი (63. კალინიჩი), ბერნარდესკი, ბაბაქარი (66. სუარესი)
ჯენოა (3-4-3): ლამანა - დე მაიო (74. პეროტი), ბურდისო, იძო - სისოხო, კოსტა (55. ჯემაილი), რინკონი, ლაქსალტი - ნიჩამი, პანდევი, კაპელი (77. ლაზოვიჩი)
გაფრთხილება: ტომოვიჩი, ვესინო - კოსტა, რინკონი, ნიჩამი, კაპელი
გაძევება: ბადელი (63. ფიორენტინა)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-8 (2-3); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 30 000

ფროზინონე-რომა 0:2
გოლები: 0:1 იაგო (44), 0:2 იტურბე (90)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, ბლანკარდი, დიაკიტე, პავლოვიჩი - ტონევი, ჩიბსა, გუჩერი (20. სამარკო), სოდიმო (89. ლონგო) - დიონისი (77. ვერდე), ჩოფანი
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინი - დე როსი, კეიტა - ჟერვინიო, ტოტი (81. იტურბე), იაგო (70. სალაჰი) - ჯეკო (57. ნაინგოლანი)
გაფრთხილება: როზი, დიაკიტე, პავლოვიჩი, ბლანკარდი - დე როსი, ტოტი, იაგო
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-12 (4-4); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 15 000

იუვენტუსი-კიევო 1:1
გოლები: 0:1 ჰეტემაი (5). 1:1 დიბალა (83-პენ.)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, სანდრო - პერეირა, მარკიზიო (46. პოგბა), სტურარო (65. კუადრადო) - ერნანესი - დიბალა, მორატა (73. მანჯუკიჩი)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, გამბერინი (58. დაინელი), გობი - კასტრო, ჰეტემაი, რიგონი - ბირსა (73. პეპე) - პალოსკი, მეჯორინი (66. პინცი)
გაფრთხილება: სანდრო, ერნანესი, კუადრადო - ბიძარი, ცეზარი, ბირსა, კასტრო, პეპე
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17-5 (7-1); ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 32 000

13 სექტემბერი
ვერონა-ტორინო 2:2
გოლები: 1:0 ტონი (49-პენ.),. 1:1 ბაზელი (66), 2:1 ტალები (71), 2:2 ასლუა (73)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - პიზანო, მარკესი, მორასი, სუპრაიენი - სალა (84. იონიცა), გრეკო, ვივიანი - სილიგარდი (63. იანკოვიჩი), ტალები (83. პაცინი), ტონი
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მოლინარო - პერესი, ბაზელი, ვივესი, ობი (51. ასკუა), აველარი (16. იანსონი) - კვალიარელა, ბელოტი (58. მაქსი ლოპესი)
გაფრთხილება: მარკესი, პიზანო, გრეკო, ტონი, იანკოვიჩი - აველარი, ბაზელი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-5 (2-4); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 22 000

ემპოლი-ნაპოლი 2:2
გოლები: 1:0 საპონარა (3), 1:1 ინსინიე (7), 2:1 პუჩარელი (19), 2:2 ალანი (50)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი (80. ლაურინი), ბარბა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი (72. პარედესი), ელ ჰაჯი, კროჩე - საპონარა - მაკარონე (68. ლივაია), პუჩარელი
ნაპოლი (4-3-1-2): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კირიკეში, უსაი - ალანი, ვალდიფიორი (59. ჟორჟინიო), ჰამშიკი - ინსინიე (72. კალეხონი) - გაბიადინი (65. მერტენსი), იგუაინი
გაფრთხილება: კროჩე, ლივაია - უსაი, ვალდიფიორი, ალანი, ჟორჟინიო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-11 (3-4); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 15 000

პალერმო-კარპი 2:2
გოლები: 1:0 ჰილემარკი (6), 1:1 ვიტიელო (23-საკ. კარში), 1:2 ბორიელო (63), 2:2 დურდევიჩი (88)
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი,
ელ კაუტარი - ჰილემარკი (76. ტრაკოვსკი), კუაიზონი, ლაზაარი, მატო (83. მარესკა), რისპოლი - ვასკესი, ჯილარდინო (63. დურდევიჩი)
კარპი (3-5-1-1): ბენუსი - ძაკარდო, გალილიო, ბუბნიკი - ლეტიცია (78. ვოლასი), ლოლო, ფედელე, ბიანკო (82. ლაძარი), სილვა - მატოსი - მბაკოგუ (62. ბორიელო)
გაფრთხილება: ვიტიელო, გონსალესი, ელ კაუტარი - გალიოლო, ბიანკო, სილვა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11-7 (6-2); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 20 000

სასუოლო-ატალანტა 2:2
გოლები: 0:1 პინილია (13), 1:1 მანიანელი (22), 2:1 პინილია (33), 2:2 ფლორო ფლორესი (40)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მანიანელი, მისიროლი, დანკანი - სანსონე (63. პოლიტანო), ფლორო ფლორესი (78. ფალჩინელი), დეფრელი (65. ფლოკარი)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ბელინი (80. ტოლოი), კერუბინი, პალეტა, დრამე - კარმონა, დე რუნი, კურტიჩი (56. რაიმონდი) - მორალესი, გომესი (70. მონაკელო), პინილია
გაფრთხილება: მისიროლი, დანკანი, სანსონე - პალეტა, მორალესი, ტალები
გაძევება: ვრსალკო (84) - პინილია (48)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-8 (9-4); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 15 000

ლაციო-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 მატრი (64), 2:0 მატრი (73)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჰოედტი, რადუ - პაროლო, კატალდი - ლულიჩი (56. ანდერსონი), მაური (83. სავიჩი), კანდრევა (56. მატრი) - კეიტა
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ერტო, დანილო, პირისი - ედენილსონი, კონე (78. აგუირე), იტურა, ფერნანდესი (56. ბადუ), ალი ადნანი - საპატა, ტერო (71. დი ნატალე)
გაფრთხილება: იტურა (90. უდინეზე)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11-7 (8-4); ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 30 000

ინტერი-მილანი 1:0
გოლი: 1:0 გუარინი (58)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მედელი, მურილიო, ჟუანი (68. ტელესი) - მელო, გუარინი, კონდოგბია - პერიშიჩი (85. რანოკია) - იოვეტიჩი (72. პალასიო), იკარდი
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - აბატე, საპატა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა (72. პოლი), მონტოლივო, ბონავენტურა - ჰონდა (81. პოლი) - ბაკა (62. ბალოტელი), ლუის ადრიანო
გაფრთხილება: ჟუანი, მელო - აბატე, კუცკა, ჰონდა
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 10-13 (4-3); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 80 000

სამპდორია-ბოლონია გადაიდო
(14 სექტემბერს 22:45-ზე გაიმართება)

ბომბარდირები: 2 - მარტინს ედერი (სამპდორია), ანტონიო ფლორო ფლორესი (სასუოლო), ლუის მურიელი (სამპდორია), რიკარდო საპონარა (ემპოლი)

მომდევნო ტური
19 სექტემბერი:
უდინეზე-ემპოლი, მილანი-პალერმო.

20 სექტემბერი:
კიევო-ინტერი, ატალანტა-ვერონა, ბოლონია-ფროზინონე, ჯენოა-იუვენტუსი, რომა-სასუოლო, ტორინო-სამპდორია, კარპი-ფიორენტინა, ნაპოლი-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული