მარიო მანჯუკიჩი სამ კვირას იუქმებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა "ჯენოასთან" შეხვედერაში ტრავმა მიიღო და ექიმების დასკვნით, სამი კვირა იუქმებს.

29 წლის ხორვატს მყესი აქვს გაჭიმული და სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. მანჯუკიჩს სერია A-ს მინიმუმ ორი პაექრობის გამოტოვება მოუწევს - ჯერ "ფროზინონესთან", ხოლო შემდეგ "ნაპოლისთან". მარიო ვერც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო პაექრობაში იასპარეზებს, რომელსაც ტურინული გრანდი "სევილიასთან" გამართავს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, "ფროზინონესთან" დღეს დაგეგმილ შეხვედრაში, "იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი ცენტფორვარდის პოზიციაზე მარიო მანჯუკიჩის ნაცვლად, სიმონე ძაძას გაამწესებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული