სერია A. IX ტური: "ინტერმა" სიცილიაში ქულა იკმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ოქტომბერს იტალიის სერია A-ის მე-9 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

ტრავმირებული ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე "ემპოლიმ" "ჯენოას" დამარცხება შეძლო - 2:0. ლევანს შემდეგ ტურში "სამპდორიასთან" მატჩისთვის უნდა ველოდოთ.

მილანის "ინტერი" სტუმრად "პალერმოს" ივან პერიშიჩის გოლით უგებდა, მაგრამ ალბერტო ჯილარდინომ გაათანაბრა. 79-ე წუთზე "ინტერი" 10 კაცით დარჩა, მაგრამ ბოლომდე გაძლო და 18 ქულით ლიდერ "ფიორენტინას" გაუთანაბრდა, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. რობერტო მანჩინის გუნდს ზედიზედ 4-ტურია, არ მოუგია.

ემპოლი-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 კრუნიჩი (44), 2:0 ზიელინსკი (57)

კარპი-ბოლონია 1:2
გოლები:
1:0 ლეტიცია (24), 1:1 გასტალდელო (47), 1:2 მასინა (93)
გაძევება: ლოლო (38. კარპი)

პალერმო-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 პერიშიჩი (60), 1:1 ჯილარდინო (66)
გაძევება: მურილიო (79)

1. ფიორენტინა - 18 ქულა; 2. ინტერი - 18; 3. რომა - 17; 4. ნაპოლი - 15; 5. სასუოლო - 15.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული