ვინჩენცო მონტელა გენუის "სამპდორიას" მწვრთნელია

AutoSharing Option
"გამარჯობა, იტალია, ფერერომ გოლი გაიტანა და ვინჩენცო მონტელა დღეს ჩვენთანაა" - ეს სიტყვები "სამპდორიას" პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ "ტვიტერზე" განათავსა და ამით გვამცნო, რომ გენუური გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი 41 წლის ვინჩენცო მონტელა იქნება.

მონტელას და ფერეროს შორის შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებას "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე უშლიდა ხელს.

საქმე იმაშია, რომ ბოლოს მონტელა სწორედ ფლორენციულ გუნდს წვრთნიდა და მისი ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაში იყო, რომლის გაწყვეტის შემთხვევაში, დელა ვალე სოლიდურ კომპენსაციას ითხოვდა.

ფერეროს ფულის გადახდა არ
სურდა და ერთი ხანობა, ფრანჩესკო გვიდოლინის ვარიანტზე გადაერთო, მაგრამ ბოლოს, დელა ვალემ უკან დაიხია, კონტრაქტის გაწყვეტას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დათანხმდა და მონტელას გენუისკენ გზა გაუხსნა. ვინჩენცო "სამპდორიას" მწვრთნელია და აქვე, მის კომენტარს გავეცნოთ:

"მინდა მადლობა გადავუხადო ანდრეა დელა ვალეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ ვითარებას და კონტრაქტის გაწყვეტას დათანხმდა. ფლორენციაში სამი დაუვიწყარი წელი გავატარე, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის.

ჩემსა და დელა ვალეს შორის იყო უთანხმოება, მაგრამ ეს ვერაფრით გადაწონის იმ დადებით ემოციებს, რაც ფლორენციაში მივიღე. ახალ გამოწვევას ენთუზიაზმით ვიღებ და ვფიქრობ, რომ "სამპდორიასთან" ერთად დიდ წარმატებას მივაღწევ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული