"სინიორა" სტუმრად
"იუვენტუსმა" მიჯრით მოიგო მატჩები და სატურნირი ცხრილის ხუთეულში გამაგრდა. ტურინულ გრანდს ლიდერამდე 7 ქულა უკლია, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 24 ტური და 72 გასათამაშებელი ქულაა - თქმა არ სჭირდება, რომ "იუვე" სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტია და თანაც, ერთ-ერთი მთავარი.თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "ლაციოსთან" მატჩისთვის მასიმილიანო ალეგრი 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის
"ლაციო" კრიზისშია, სტეფანო პიოლი კი - გათავისუფლების რეალური კანდიტატი. იტალიელ სპორტულ ჟურნალისტთა ვარაუდით, თუ "ლაციო" "იუვესთან" დამარცხდება, პიოლის პოსტის დატოვება მოუწევს. სავარაუდოდ, "ბიანკოჩელესტე" 4-2-3-1 ტაქტიკით გაირჯება და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ ფილიპ ჯორჯევიჩს სიღრმიდან ანტონიო კანდრევა, სენად ლულიჩი და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დაეხმარებიან. "ლაციო" მე-10 ადგილზეა, ლიდერებს საგანგაშო დისტანციაზე დაშორდა და სამი ქულა ჰაერივით სჭირდება, თუმცა მეტოქედ "იუვე" ჰყავს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, ჯენტილეტი, მაურისიო, რადუ - ბილია, პაროლო - კანდრევა, სავიჩი, ლულიჩი - ჯორჯევიჩი
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, ლემინა, სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი
ლიდერები
სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "ინტერი" "ჯენოას" უმასპინძლებს და ბუნებრივია, რომ სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. "ნერაძური" 4-3-1-2 ტაქტიკით გაირჯება და წინა ხაზზე გამწესებულ ადემ ლიაიჩსა და მაურო იკარდის სიღრმიდან ივან პერიშიჩი დაეხმარება. ბოლო დროს მანჩინი სწორედ ამ ტრიოს სწყალობს, სტევან იოვეტიჩი კი სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა. უფრო რთული მატჩი აქვს "რომას", რომელიც "ტორინოს" ესტუმრება და იქ კი სამი ქულის მოპოვება ურთულესი საქმეა. მით უმეტეს, "ჯალოროსის" ჩავარდნა აქვს და გუნდის გარშემო ერთობ დაძაბული ვითარებაა.
მატჩისწინა ვარჯიშს "რომას" გულშემატკივართა ერთი ჯგუფი დაესწრო, რომლებმაც ფეხბურთელებს სტაფილოები ესროლეს და ამით მიანიშნეს, რომ ისინი კურდღლები და მშიშრები არიან. ასეთ ვითარებაში გამარჯვება "რომას" ჰაერივით სჭირდება, თუმცა მიზანი მეტად რთულია და ამის შესახებ რუდი გარსიამაც ისაუბრა. ეს მატჩი მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ორივე გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძვის.
"ნაპოლი" "ბოლონიას" ესტუმრება და შეეცდება, რომ ლიდერის პოზიცია განიმტკიცოს. მაურიციო სარი ისევ სამი ფორვარდით შეუტევს, რომელთაგან ერთი ხოსე კალეხონი იქნება, მეორე ლორენცო ინსინიე და მესამე გონსალო იგუაინი.
მანოლო გაბიადინი და დრის მერტენსი ისევ დაშავებულნი არიან, რაც "ნაპოლისთვის" პრობლემაა. რობერტო დონადონის ხელში "ბოლონია" კარგად ათამაშდა და წესით, დაძაბული მატჩი უნდა გამოვიდეს.
პარასკევი. 4 დეკემბერი
ლაციო-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: პოგბა (იუვ)
ტრავმა: დე ვრი, მაური, ონაზი - პერეირა, ასამოა, პადოინი, ერნანესი, ხედირა
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +13=12-25, (56-80)
შაბათი. 5 დეკემბერი
ტორინო-რომა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, ობი, აველარი, ბენასი, სილვა - ტოტი, კაპრადოსი, სალაჰი, ჟერვინიო
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +2=8-16, (20-43)
ინტერი-ჯენოა 23:45
დისკვალიფიკაცია: ნაგატომო - პავოლეტი
ტრავმა: სანტონი, კონდოგბია - მარკეზე, მუნიოსი, ჯემაილი
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +13=5-5, (44-24)
კვირა. 6 დეკემბერი
ბოლონია-ნაპოლი 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრაფტი, მაიეტა - მერტენსი, გაბიადინი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 5-1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=4-10, (34-36)
ატალანტა-პალერმო 18:00
დისკვალიფიკაცია: სტენდარდო, გრასი - სტრუნა, ვასკესი
ტრავმა: დრამე, ტოლოი, ბელინი, პინილია, კარმონა - ჯორჯევიჩი, ვიტიელო
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +6=6-6, (22-23)
ფიორენტინა-უდინეზე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბლაშიკოვსკი - გილიერმე, მერკელი, საპატა, კონე, ერტო
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +19=7-13, (64-50)
ფროზინონე-კიევო 18:00
დისკვალიფიკაცია: ბლანკარდი - ცეზარი
ტრავმა: პავლოვიჩი, რუსო - მატიელო
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=0-3, (1-6)
ვერონა-ემპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: რაფაელი - ტონელი, ლივაია
ტრავმა: ფარესი, რომულო, ვივიანი, მარკესი, სალა, მათუზალემი, იანკოვიჩი, ძაკანი - კოშიჩი, დერმაკუ, კროჩე, მჭედლიძე
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=4-2, (6-5)
სამპდორია-სასუოლო 21:00
დისკვალიფიკაცია: ბერარდი (სასუოლო)
ტრავმა: კოდა, კორეა, მოისანდერი - ტერანოვა, ანტეი, ფორტანეზი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=5-1, (10-9)
კარპი-მილანი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სპოლი, ფედელე, ბუბნიჩი, ბიანკო, ბენუსი - მენეზი, ბალოტელი, ბერტოლაჩი, დიეგო ლოპესი, დე იონგი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)
ბომბარდირები: 12 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 10 - მარტინს ედერი (სამპდორია); 9 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი); 6 - კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა), პაულო დიბალა (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"