* "რომას" მცველმა ვასილის ტოროსიდისმა მძიმე ტრავმა მიიღო და ერთი თვე გაუცდება, ჟერვინიო კი მსუბუქად დაშავდა.
* "ვერონას" თავდამსხმელის, 38 წლის ლუკა ტონის თქმით, სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
მე-15 ტური "ლაციო"-"იუვენტუსის" მატჩით გაიხსნა, რომელშიც ტურინულმა გრანდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და არათუ მიუახლოვდა ლიდერებს, გაერია კიდეც მათ მარაქაში. მით უმეტეს, გასულ უქმეებზე სკუდეტოსთვის მებრძოლმა გუნდებმა ქულები დაკარგეს.
"იუვე" უმატებს
"იუვენტუსი" თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ოპტიმალურ ფორმაში შედის. მასიმილიანო ალეგრის გუნდი რომში საკადრო პრობლემებით ტურინელებმა ორი უპასუხო გოლი მიართვეს მეტოქეს, რომელთაგან ერთი პაულო დიბალას ანგარიშზეა, ხოლო მეორე "ლაციოს" მცველმა სანტიაგო ჯენტილეტიმ საკუთარ კარში შეაგდო. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და ნათელი იყო, რომ "იუვე" გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა.
დიბალას გოლი ცალკე აღნიშვნის ღირსია - მარიო მანჯუკიჩის პასის შემდეგ ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და უძლიერესი დარტყმით ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა.
აქვე ვთქვათ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში კვადვო ასამოა ვიხილეთ, რაც სწორედ საკადრო პრობლემებით გახლდათ განპირობებული, რადგან სამი ხედირა და რობერტო პერეირა ტრავმირებულნი არიან, პოლ პოგბა კი დისკვალიფიცირებული იყო. მოკლედ, "იუვემ" მნიშვნელოვანი ქულები აიღო, მატჩის შემდეგ კი ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:
"საჭირო ქულები ავიღეთ და კიდევ უფრო მივუახლოვდით სამეულს. რაც მთავარია, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ და ეს სულაც არაა ჩვენი არჩევანი. "ლაციო" აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, რომში მოგება კი ყოველთვის რთულია, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. პაულო დიბალა განსაკუთრებული ნიჭის პატრონია, თუმცა ქებით ცაში არ უნდა ავიყვანოთ და სჯობს, მშვიდად მუშაობის საშუალება მივცეთ".
ცივი შხაპი
"ნაპოლი" "ბოლონიას" ესტუმრა და მწარე მარცხი იწვნია. ეს იყო ცივი შხაპი გუნდისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში ყველა ფრონტზე დაუმარცხებელი გახლდათ და ბრწყინვალედ ირჯებოდა. თავის მხრივ, რობერტო დონადონის ხელში, "ბოლონიაც" შესანიშნავად ათამაშდა და ამად იყო, რომ უკომპრომისო და დრამატული ბრძოლა ვიხილეთ."ბოლონია" სამი ბურთის სხვაობით იგებდა, რომელთაგან ორი მატია დესტროს ანგარიშზეა - ეს უკანასკნელი ბრწყინვალედ ათამაშდა და ბოლო შეხვედრებს უგოლოდ არ ტოვებს. 87-ე წუთამდე მასპინძლები მშრალი ანგარიშით იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებში ორი გოლი გაუშვეს და ცოტა მეტად რომ გამართლებოდათ ნეაპოლელებს, ანგარიშსაც გაათანაბრებდნენ. მორიგი დუბლი მიითვალა აქტივში გონსალო იგუაინმა და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.
მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ შეგირდებს მადლობა გადაუხადა ბოლომდე ბრძოლისთვის და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მართლაც ასეა - ბურთის ფლობასა და კარის მიმართულებით დარტყმებში სტუმრებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ შედეგში ეს არ აისახა. ამრიგად, "ნაპოლიმ" დათმო ლიდერის პოზიცია და "ინტერს" გადაულოცა, "ბოლონიამ" კი გასავარდნ ზონას დააღწია თავი.
ფრე ტურინში
"რომა" "ტორინოს" ესტუმრა და ურთულეს ბრძოლაში ფრეს გამორჩა. 83-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მირალემ პიანიჩმა საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და დააწინაურა სტუმრები - ისეთი თამაში იყო, რომლის ბედი თითქოს ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ მასპინძლები ბედს არ შეურიგდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა მაქსი ლოპესმა გამათანაბრებელი შეაგდო. შედეგად, "რომამ" ჰაერივით საჭირო ორი ქულა დაკარგა, "ტორინომ" კი საჭირო ქულა გადაარჩინა. ლიდერთა შორის არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, ფრე "რომასთვის" წაგების ტოლფასი იყო და რუდი გარსიას სავარაუდო გათავისუფლების შესახებაც კიდევ უფრო ინტენსიურად იწერება.
ძველ-ახალი ლიდერი
"ნაპოლის" წაფორხილებამ "ინტერის" წისქვილზე დაასხა წყალი და მილანური გრანდი ჩემპიონატის ახალი ლიდერია. მიმდინარე სეზონში, "ინტერი" უკვე იყო პირველ ადგილზე, შემდეგ ჩამოქვეითდა და ისევ დაიბრუნა პოზიცია. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ლიდერი ხშირად იცვლება და ეს ჩემპიონატს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის..."ინტერმა" "ჯენოას" უმასპინძლა და ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო. მილანელებს გამარჯვება ადემ ლიაიჩმა მოუტანა, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზე გამოიჩინა თავი. "ნერაძური" ფლობდა უპირატესობას და ნამდვილად დაიმსახურა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ რობერტო მანჩინიმ მაურო იკარდი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კი როდრიგო პალასიო გახლდათ. მატჩის შემდეგ მანჩინის სწორედ იკარდიზე ჰკითხეს და მან შემდეგი პასუხი გასცა:
"მე არა იკარდის, არამედ "ინტერის" მწვრთნელი ვარ და ჩემი გადაწყვეტილებები გუნდის ინტერესებიდან გამომდინარეობს. მაურო შესანიშნავი ფორვარდია და ის რჩება "ინტერის" ერთ-ერთ ლიდერად, მაგრამ "ჯენოასთან" შეხვედრაში რიდრიგო პალასიო გვჭირდებოდა. მთავარია, რომ მოვიგეთ და ძალიან საჭირო ქულები ჩავიწერეთ აქტივში".
"ფიორენტინა" მეორეზე აღზევდა
"ფიორენტინამ" "უდინეზეს" უმასპინძლა, სამი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა. ამჯერად, გოლით ვერ გამოირჩა ნიკოლა კალინიჩი - სამაგიეროდ, შუახაზელებმა გამოიდეს თავი და დაბომბეს ფრიულელთა კარი. მატჩის შემდეგ პაულო სოუზამ პირველად განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. პორტუგალიელმა დაამატა, რომ მიზნის მიღწევა ურთულესი იქნება, რადგან სამი საგზურისთვის ერთბაშად ექვსი გუნდი იბრძვის: "ინტერი", "ნაპოლი", "რომა", "იუვენტუსი", "მილანი" და თვითონ "ფიორენტინა".
XV ტური
4 დეკემბერი
ლაციო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ჯენტილეტი (7-ს. კ.), 0:2 დიბალა (32)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, რადუ - პაროლო, ბილია - კანდრევა (46. ანდერსონი), სავიჩი (69. მატრი), კიშნა (46. კეიტა) - კლოზე
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, ასამოა (69. ევრა), სანდრო - დიბალა (80. კუადრადო), მანჯუკიჩი (82. მორატა)
გაფრთხილება: ჯენტილეტი, მაურისიო, რადუ, კლოზე, პაროლო - სანდრო, მანჯუკიჩი, ევრა
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10-5 (4-1); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 35 000
5 დეკემბერი
ტორინო-რომა 1:1
გოლები: 0:1 პიანიჩი (83), 1:1 მაქსი ლოპესი (90)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ვივესი, ასკუა, ბაზელი (69. ბენასი), მოლინარო (86. მარტინესი) - კვალიარელა (66. მაქსი ლოპესი), ბელოტი
რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი (71. ვანკური), დე როსი, პიანიჩი - ჟერვინიო (26. იტურბე), იაგო (85. ტოროსიდისი), ჯეკო
გაფრთხილება: გლიკი, პერესი, ასკუა - მანოლასი, ნაინგოლანი, პიანიჩი, ფლორენცი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 9-7 (4-5); ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 20 000
ინტერი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 ლიაიჩი (59)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ტელესი - მედელი, მელო (46. ბროზოვიჩი) - ბიაბიანი, იოვეტიჩი (75. პერიშიჩი), ლიაიჩი - პალასიო (90. გუარინი)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო (81. სისოხო), ბურდისო, ანსალდი - ფიგუეირასი (75. პანდევი), კოსტა, რინკონი, ლაქსალტი - ლაზოვიჩი (60. კაპელი), გაპკე, პეროტი
გაფრთხილება: ტელესი - ანსალდი, კოსტა, პეროტი
გაძევება: დამბროზიო (86. ინტერი)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-3 (4-2); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 45 000
6 დეკემბერი
ბოლონია-ნაპოლი 3:2
გოლები: 1:0 დესტრო (14), 2:0 როსეტინი (21), 3:0 დესტრო (60), 3:1 იგუაინი (87), 3:2 იგუაინი (90)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, ოიკონომო, მაზინა - ტაიდერი, დიავარა (90. პულგარი), ბრიენცა (65. ბრიგი) - მუნიერი, რიცო (74. მბაიე), დესტრო
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი (64. მაჯო), ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (76. დავიდ ლოპესი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე, კალეხონი (65. მერტენსი), იგუაინი
გაფრთხილება: მაზინა, დესტრო (ბოლონია)
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 9-16 (5-8); ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 28 000
ატალანტა-პალერმო 3:0
გოლები: 1:0 დენისი (18), 2:0 კერუბინი (25), 3:0 დე რუნი (79)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - რაიმონდი, კერუბინი, პალეტა, ბრივიო - დე რუნი, ჩიგარინი, კურტიჩი (76. მილიაჩო) - მორალესი (84. ესტიგარიბია), გომესი (72. დალესანდრო), დენისი
პალერმო (4-3-1-2): სორენტინო - ანდელკოვიჩი (53. მორგანელა), გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი (56. კუაიზონი), მატო (65. პეძელა), ჩოჩევი - ბრუგმანი - ტრაიკოვსკი, ჯილარდინო
გაფრთხილება: კურტიჩი - ანდელკოვიჩი, გონსალესი, მატო
გაძევება: მილიაჩო (76. ატალანტა)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-17 (5-5); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 20 000
ფროზინონე-კიევო 0:2
გოლები: 0:1 პალოსკი (90-პენ.), 0:2 მეჯორინი (90)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი, ბერტონჩინი (90. ლონგო), დიაკიტე, პავლოვიჩი - პაგანინი, გორი (75. ბუჩერი), სამარკო, სოდიმო (86. კარიმი) - დ. ჩოფანი, დიონისი
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი - რიგონი, რადოვანოვიჩი (80. პინცი), ჰეტემაი - ბირსა (68. პეპე) - პალოსკი, ინგლეზე (58. მეჯორინი)
გაფრთხილება: დიაკიტე, გორი, დიონისი - დაინელი, კაჩატორე, რიგონი, პალოსკი
გაძევება: პეპე (90. კიევო)
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-6 (4-3); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 10 000
ფიორენტინა-უდინეზე 3:0
გოლები: 1:0 ბადელი (26), 2:0 ილიჩიჩი (62-პენ.), 0:3 გონსალო (86)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი (87. ბაბაქარი), ვესინო, ბადელი, ალონსო - ბორხა ვალერო (81. ჟილბერტო), ილიჩიჩი (74. პასკუალი) - კალინიჩი
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ფელიპე (75. მარკინიო) - ვიდმერი, ედენილსონი, ბადუ, ლოდი, იტურა (58. ფერნანდესი) - აგუირე (58. დი ნატალე), ტერო
გაფრთხილება: გონსალო, ჟილბერტო - ფელიპე, დანილო, ედენილსონი, იტურა, ბადუ
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-7 (7-0); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 30 000
ვერონა-ემპოლი 0:1
გოლი: 0:1 კოსტა (61)
ვერონა (4-4-1-1): გოლინი - პიზანო (67. სალა), ბიანკეტი, მორასი, სუპრაიენი - ვსზოლეკი (57. იანკოვიჩი), ალფრედსონი, ვივიანი (78. ძაკანი), სილიგარდი - იონიცა - ტონი
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბარბა, კოსტა, მარიო რუი - ზელინსკი, პარედესი (73. კროჩე), ბუჩელი - საპონარა (53. მაიელო) - მაკარონე, პუჩარელი (85. პიუ)
გაფრთხილება: ალფრედსონი - კოსტა, მარიო რუი, ბუჩერი, პარედესი
კუთხური: 12-0; ჯარიმა: 16-7; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-9 (5-5); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 18 000
სამპდორია-სასუოლო 1:3
გოლები: 0:1 აჩერბი (8), 0:2 ფლოკარი (28), 0:3 პელეგრინი (38), 1:3 ზუკანოვიჩი (90)
სამპდორია (3-4-1-2): ვივიანო - კასანი, სილვესტრი, მოისანდერი - ხრისტოდოლოპულოსი (60. კარბონერო), ფერნანდო (56. პალომბო), ბარეტო, რეჯინი (81. ზუკანოვიჩი) - სორიანო - კასანო, ედერი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო (68. ლონგი) - ლარიბი, მისიროლი, პელეგრინი - სანსონე, პოლიტანო (71. ბიონდინი), ფლოკარი (76. დეფრელი)
გაფრთხილება: კასანო, სილვესტრი - ვრსალკო, აჩერბი, პელეგრინი
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 9-17 (2-10); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 20 000
კარპი-მილანი 0:0
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, გალიოლო, რომანიოლი, ლეტიცია - პაშუტი, კოფიე, ლოლო, მარტინიო (53. დი გაუდიო) - ლაზანია (72. მბაკოგუ) - ბორიელო (88. სილვა)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო - ჩერჩი (69. ლუის ადრიანო), კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა - ნიანგი, ბაკა
გაფრთხილება: ალექსი, რომანიოლი (მილანი)
კუთხური: 2-12; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 10-12 (4-5); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 15 000
ბომბარდირები: 14 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 10 - მარტინს ედერი (სამპდორია); 9 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), მირალემ პიანიჩი (რომა); 6 - კარლოს ბაკა (მილანი), ჟერვინიო (რომა).
მომდევნო ტური
12 დეკემბერი:
ჯენოა-ბოლონია, პალერმო-ფროზინონე, სასუოლო-ტორინო, უდინეზე-ინტერი
13 დეკემბერი:
კიევო-ატალანტა, ემპოლი-კარპი, მილანი-ვერონა, ნაპოლი-რომა, იუვენტუსი-ფიორენტინა
14 დეკემბერი:
ლაციო-სამპდორია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"