"მილანს" ზაფხულში 6 ფეხბურთელი დატოვებს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანი" გუნდიდან 6 ფეხბურთელს გაუშვებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Milan News-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდში იჯარის წესით მყოფი მარიო ბალოტელის ("ლივერპული") და ალესიო ჩერჩის ("ატლეტიკო") დატოვებას არ აპირებს.

გარდა ამისა, ივნისში კონტრაქტი 6 ფეხბურთელს: ალექსს, ფილიპე მექსესს, კრისტიან საპატას, ანტონიო ნოჩერინოს, რიკარდო მონტოლივოს და კრისტიან აბიატის ეწურება, მილანური გუნდი კი ახალ კონტრაქტს მხოლოდ ორ ფეხბურთელს, აბიატის და მონტოლივოს შესთავაზებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული