ინფორმაციას ამის შესახებ Milan News-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდში იჯარის წესით მყოფი მარიო ბალოტელის ("ლივერპული") და ალესიო ჩერჩის ("ატლეტიკო") დატოვებას არ აპირებს.
გარდა ამისა, ივნისში კონტრაქტი 6 ფეხბურთელს: ალექსს, ფილიპე მექსესს, კრისტიან საპატას, ანტონიო ნოჩერინოს, რიკარდო მონტოლივოს და კრისტიან აბიატის ეწურება, მილანური გუნდი კი ახალ კონტრაქტს მხოლოდ ორ ფეხბურთელს, აბიატის და მონტოლივოს შესთავაზებს.