როგორც იტალიური Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ესპანელებს ფეხბურთელის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურთ, მაგრამ ნერაძური კოლუმბიელთან განშორებას არ აპირებს, რომელიც სან-სიროზე ივლისში გადავიდა.
წყაროს ინფორმაციით, "ინტერი" იმ შემთხვევაში დათანხმდება მურილიოს გაშვებას, თუ მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს.
მურილიოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაა, სადაც თავი ერთი გოლით გამოიჩინა.