სერია A. XVI ტური: "ინტერმა" ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
* "სასუოლო"-"ტორინოს" მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.

* მარტინ მონტოიამ პირველად ითამაშა "ინტერის" შემადგენლობაში.

* "ლაციოს" ვარჯიშზე გუნდის გულშემატკივრები შეიჭრნენ და სტადიონზე განავლით სავსე ტომრები ისროლეს. ულტრასები "ბიანკოჩელესტეს" წარუმატებელ ასპარეზობას აპროტესტებენ.

* "ინტერმა" 16 ტურში 36 ქულა მოაგროვა, ასეთი შედეგი კი გუნდს ბოლოს 2009/10 წლების სეზონში ჰქონდა.

მე-16 ტურში ორი გამორჩეული მატჩი შედგა: ნეაპოლში "ნაპოლიმ" "რომა" მიიღო, ხოლო ტურინში "იუვენტუსი" "ფიორენტინას" დაუხვდა. თუმცა იქამდე "ინტერი" ჩავიდა უდინეში და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

"ინტერი" ლიდერობას არ თმობს
მოგებაც არის და მოგებაც - "ინტერმა" ოთხი
უპასუხო გოლი გაუტანა "უდინეზეს" და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ამრიგად, რობერტო მანჩინის გუნდმა, მინიმუმ, ერთი კვირით შეინარჩუნა ლიდერობა სატურნირო ცხრილში. დუბლი მაურო იკარდის ანგარიშზეა, თითო გოლი კი სტევან იოვეტიჩმა და მარსელო ბროზოვიჩმა მიითვალეს აქტივში.

განსაკუთრებულად ეფექტური სწორედ ბროზოვიჩის გოლი იყო, რომელმაც მარცხენა ფრთაზე გაინავარდა, ჩაწოდების ნაცვლად კი ერთი მოწინააღმდეგე მოატყუა, ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი, მოჭრილი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაახვია. არც სხვა გოლებს დაეწუნებოდათ რამე და მთლიანობაში, "ინტერმა" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება გამოჭედა.

რობერტო მანჩინიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და პირველად ამ სეზონში, მარტინ მონტოიას მისცა თამაშის საშუალება - თანაც, ესპანელი ძირითად შემადგენლობაში იყო და დაცვის მარჯვენა ფრთას ამაგრებდა. სამაგიეროდ, "ნერაძურის" მწვრთნელი შეტევაში მოერიდა ექსპერიმენტებს და წამყვან ფეხბურთელებს დაეყრდნო: მაურო იკარდი ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი და ბალკანური ტრიო სიღრმიდან ივან პერიშიჩის, სტევან იოვეტიჩის და ადემ ლიაიჩის შემადგენლობით. კიდევ ერთი ბალკანელი, მარსელო ბროზოვიჩი მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ულამაზესი გოლიც გაიტანა.

"ინტერმა" კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიცია და ფავორიტის სტატუსი, მატჩის შემდეგ კი რობერტო მანჩინიმ შემდეგი განაცხადა: "არც ისეთი იოლი მატჩი იყო, როგორიც ანგარიშიდან ჩანს. "უდინეზე" მუდმივად გვიტევდა და არაერთი სახიფათი მომენტი შექმნა ჩვენს კართან. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში გაცილებით უკეთ გავისარჯეთ და შედეგიც სახეზეა. მოხარული ვარ შეგირდების გამო, რომლებსაც შრომა უფასდებათ და რომლებიც თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილს არ უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სუპერდონადონი
მას შემდეგ, რაც "ბოლონიას" რობერტო დონადონი ჩაუდგა სათავეში, გუნდმა ექვსი მატჩი გამართა, ოთხი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. შედეგად, 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის ფსკერიდან შუაგულში აცოცდა. არადა, დელიო როსის ხელში, "როსობლუ" საშინლად თამაშობდა, ყველაფერს აგებდა და სერია A-დან გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატი იყო. ბრავო რობერტო დონადონის, რომელმაც მყისვე დაატყო ხელი გუნდს და სულ სხვა დონეზე აათამაშა.

გასულ ტურში "ბოლონია" "ჯენოას" ესტუმრა და ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო. იქამდე თანაბარი თამაში იყო, მომენტები ორივე კართან შეიქმნა და ფრე ალბათ ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აკნინებს ბოლონიელთა წარმატებას, რომლის მთავარი შემოქმედი უდავოდ რობერტო დონადონია.

"მილანი" ვერც აუტსაიდერს უგებს
"მილანმა" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ "ვერონას" უმასპინძლა და ვერც ამ შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება. მატჩი ფრედ დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ ლომბარდიელები ფლობდნენ უპირატესობას, ვერ დავიჩემებთ, რომ "ვერონამ" დაუმსახურებელი ქულა წაიღო სახლში.

ლუის ადრიანოს პასის შემდეგ ანგარიში კარლოს ბაკამ გახსნა და ამით ნავსი გატეხა - კოლუმბიელს მშრალი სერია გაუგრძელდა, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული. ეს ამბავი მეორე ტაიმის სტარტზევე მოხდა, მაგრამ მილანელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა - ხუთიოდე წუთში ნაიჯელ დე იონგმა თერთმეტმეტრიანი აიკიდა, წითელი ბარათი მიიღო და ლუკა ტონის ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

მოკლედ, ტონიმ პენალტი შეაგდო, "მილანი" კაცნაკლული დარჩა, დარჩენილ დროში კი საინტერესო არც არაფერი მომხდარა. მართალია, ვერონელთა კართან რამდენიმე მწვავე მომენტი შეიქმნა, მაგრამ მთლიანობაში, სტუმრები მაინც დამაჯერებლად იცავდნენ თავს. შედეგად, 1:1 და "მილანის" კრიზისი გრძელდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უგოლო ფრე ნეაპოლში
"სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლიმ" და "რომამ" ბევრი იბრძოლეს, თუმცა მატჩი უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. უპირატესობას ნეაპოლელები ფლობდნენ, მომენტიც ბევრი შექმნეს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე არ ეყოთ. არც ვოიცეხ შჩესნის უნდა დავუკარგოთ გარჯა, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი გაშვებული ბურთისგან.

არც "რომა" იყო ყრუ დაცვაში - რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელა და ერთხელ გოლიც შეაგდო, მაგრამ დანიელე დე როსის ზუსტ თავურამდე ბურთმა ჩაწოდებისას პირითი ხაზი გადაკვეთა. მოკლედ, დიდი ბრძოლა იყო, საინტერესო მატჩი გამოვიდა და მთლიანობაში, შედეგიც ლოგიკური დაჯდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XVI ტური
12 დეკემბერი
ჯენოა-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 როსეტინი (90)
ჯენოა (3-5-2): პერინი - დე მაიო, ბურდისო, ანსალდი - იძო, კოსტა (54. პეროტი), რინკონი, პანაიოტისი, ლაქსალტი - გაპკე (83. ნიჩამი), პანდევი (71. კაპელი)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო (46. ფერარი), ოიკონომო, მორლეო (71. მბაიე) - ტაიდერი, დიავარა, ბრიენცა - მუნიერი, რიცო (31. ბრიგი), დესტრო
გაფრთხილება: გასტალდელო, მუნირი (ბოლონია)
გაძევება: პეროტი (80) - დიავარა (90)
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 10-6 (4-2); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 20 000

პალერმო-ფროზინონე 4:1
გოლები: 1:0 გოლდანიგა (5), 2:0 ვასკესი (17), 2:1 სამარკო (24), 3:1 ტრაიკოვსკი (60), 4:1 ჯილარდინო (86)
პალერმო (4-3-1-2): სორენტინო - სტრუნა, გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი (87. ანდელკოვიჩი), მატო, ჩოჩევი - ვასკესი - ტრაიკოვსკი (81. ბრუგმანი), დორდევიჩი (46. ჯილარდინო)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - როზი (83. ბუჩერი), ბლანკარდი, დიაკიტე, პავლოვიჩი - პაგანინი (63. ტონევი), გორი (78. კასტელო), სამარკო, სოდიმო - დ. ჩოფანი, დიონისი
გაფრთხილება: გონსალესი, დორდევიჩი - პავლოვიჩი, ბლანკარდი, გორი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-11 (6-4); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 18 000

უდინეზე-ინტერი 0:4
გოლები: 0:1 იკარდი (23), 0:2 იოვეტიჩი (31), 0:3 იკარდი (83), 0:4 ბროზოვიჩი (86)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ბადუ, დომიცი, პირისი - ვიდმერი, ედენილსონი, ფერნანდესი (56. მარკინიო), ლოდი, იტურა (70. პერიცა) - ტერო, დი ნატალე (80. აგუირე)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - მონტოია, მირანდა, მურილიო, ტელესი - გუარინი, მელო - პერიშიჩი, იოვეტიჩი (61. ბროზოვიჩი), ლიაიჩი (82. ჟუანი) - იკარდი (90. მანა)
გაფრთხილება: დომიცი, ფერნანდესი, მარკინიო - ტელესი, პერიშიჩი, ლიაიჩი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-12 (7-7); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 18 000

სასუოლო-ტორინო
გადაიდო

13 დეკემბერი
მილანი-ვერონა 1:1
გოლები: 1:0 ბაკა (52), 1:1 ტონი (57-პენ.)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო - ნიანგი (82. ჩერჩი), დე იონგი, მონტოლივო (78. ბერტოლაჩი), ბონავენტურა - ბაკა, ლუის ადრიანო (62. კუცკა)
ვერონა (4-4-1-1): გოლინი - სალა, მარკესი, მორასი, პიზანო - ვსზოლეკი (79. ბიანკეტი), გრეკო (81. ტალები), ვივიანი, სილიგარდი (78. იანკოვიჩი) - იონიცა - ტონი
გაფრთხილება: აბატე, ბონავენტურა, კუცკა - გოლინი, მარკესი, პიზანო, მორასი, ვსზოლეკი, იონიცა
გაძევება: დე იონგი (56. მილანი)
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 14-8 (6-2); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 35 000

კიევო-ატალანტა 1:0
გოლი: 1:0 ბირსა (76)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (86. რიგონი) - პალოსკი (81. მპოკუ), მეჯორინი (78. ინგლეზე)
ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - რაიმონდი (79. მონაკელო), კერუბინი, პალეტა, ბრივიო - დე რუნი, გრასი (70. სტენდარდო), კურტიჩი - მორალესი (65. ბელინი), გომესი, დენისი
გაფრთხილება: დაინელი, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - რაიმონდი, გრასი
გაძევება: კერუბინი (66. ატალანტა), კურტიჩი (90. ატალანტა)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 12-4 (4-1); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 10 000

ემპოლი-კარპი 3:0
გოლები: 1:0 მაკარონე (46), 2:0 საპონარა (56), 3:0 მაკარონე (61)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი - ზელინსკი (70. კროჩე), პარედესი, ბუჩელი (77. ელ ჰაჯი) - საპონარა - მაკარონე (64. ლივაია), პუჩარელი
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი (73. სილვა), გალიოლო, ლეტიცია - ლოლო, კოფიე, მარტინიო (52. დი გაუდიო), პაშუტი (52. ბორიელო) - მატოსი - ლაზანია
გაფრთხილება: გალიოლო, დი გაუდიო (კარპი)
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 12-12 (4-6); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 10 000

ნაპოლი-რომა 0:0
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (88. ელ ქადური), კალეხონი (67. მერტენსი), იგუაინი
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ფლორენცი (88. ვანკური), მანოლასი, რუდიგერი, დინე - ნაინგოლანი, დე როსი - სალაჰი (76. იტურბე), პიანიჩი, იაგო (82. გომბერი) - ჯეკო
გაფრთხილება: ალბიოლი, მერტენსი - დე როსი, ნაინგოლანი, გომბერი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 11-3 (4-0); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 55 000

იუვენტუსი-ფიორენტინა 3:1
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (3), 1:1 კუადრადო (6), 2:1 მანჯუკიჩი (80), 3:1 დიბალა (90)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, ხედირა (62. სტურარო), მარკიზიო, პოგბა, ევრა (77. სანდრო) - დიბალა, მანჯუკიჩი (86. მორატა)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი, ვესინო (86. როსი), ბადელი, ალონსო (85. პასკუალი) - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (86. ფერნანდესი) - კალინიჩი
გაფრთხილება: პოგბა, მანჯუკიჩი, მარკიზიო - ალონსო, ბორხა ვალერო, ილიჩიჩი, ვესინო, პასკუალი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-5 (6-1); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

14 დეკემბერი
ლაციო-სამპდორია 23:45

ბომბარდირები: 14 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 10 - მარტინს ედერი (სამპდორია); 9 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მირალემ პიანიჩი (რომა), კარლოს ბაკა (მილანი)

მომდევნო ტური
19 დეკემბერი:
ბოლონია-ემპოლი

20 დეკემბერი:
კარპი-იუვენტუსი, ატალანტა-ნაპოლი, ფიორენტინა-კიევო, ვერონა-სასუოლო, რომა-ჯენოა, ფროზინონე-მილანი, სამპდორია-პალერმო, ტორინო-უდინეზე, ინტერი-ლაციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული