* პირველად 21-ე საუკუნეში, "ფიორენტინა" წელს სერია A-ს საუკეთესო სამეულში დაიწყებს.
* "რომას" 18 წლის ფორვარდმა სადიკ უმარმა სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა.
* ვინჩენცო მონტელას თავკაცობით, "სამპდორიამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება მომავალ წელს განახლდება, იქამდე კი 2015 წლის ბოლო ბატალიები მიმოვიხილოთ და ყველაზე საინტერესოზე შევაჩეროთ ყურადღება.
"ემპოლი" აღარ ხუმრობს
ტური "ბოლონია"-"ემპოლის" მატჩით გაიხსნა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 2:3. ტოსკანელებმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს და ამჯერად, კარგ ფორმაში "ემპოლის" რიგებში მასიმო მაკარონე უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში და მთლიანობაში, შესანიშნავად გაისარჯა. საგულისხმოა, რომ პირველი გოლის შემდეგ მაკარონეს ლუდით სავსე ჭიქა მიაწოდეს და მანაც სიამოვნებით მოწრუპა.
მატჩის შემდეგ ვეტერანი ბედნიერი იყო და შეგვახსენა, რომ სეზონის წინ "ემპოლის" სერია B-ში დაქვეითების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ. ქებათა ქება ტოსკანელთა თავკაც მარკო ჯამპაოლოს, რომელმაც მაურიციო სარის დაწყებული საქმე დიდებულად გააგრძელა.
"იუვეს" მორიგი გამარჯვება
"იუვენტუსი" "კარპის" ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი იყო, მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. თუმცა, ტურინელებს დიდი ბრძოლა გადახდათ და ამაზე ანგარიშიც ნათლად მეტყველებს. პირველი გოლი მარკო ბორიელომ შეაგდო და "ვეკია სენიორა" მდევრის როლში ჩააყენა, თუმცა ტურინელებმა მძლავრად შეუტიეს და სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს, რომელთაგან ორი მარიო მანჯუკიჩის და ერთიც პოლ პოგბას ანგარიშზეა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლეონარდო ბონუჩიმ საკუთარი კარი დალაშქრა და ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მესამე გოლის გასატანად "კარპის" დრო არ ეყო.
აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრი როტაციას მოერიდა და უძლიერეს შემადგენლობას დაეყრდნო. დაცვაში ანდრეა ბარძალის, ლეო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის ტრიო ვიხილეთ, შუა ხაზი სამი ხედირამ, კლაუდიო მარკიზიომ და პოლ პოგბამ გაამაგრეს, ხოლო შეტევაში პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი ირჯებოდნენ. მოკლედ, მწვრთნელმა თადარიგში დატოვა სტურარო, ასამოა, ერნანესი და სხვა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც როტაციის წყალობით, საკმაოდ ხშირად ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში.
მატჩის შემდეგ ალეგრიმ შემდეგი განაცხადა: "მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, რადგან უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბოლო 5 წუთი ჩავაგდეთ და ამისთვის კინაღამ დავისაჯეთ. თამაში მსაჯის საფინალო სასტვენამდე გრძელდება და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის ამის გამეორება არ უნდა მჭირდებოდეს. მიჯრით შვიდი მატჩი მოვიგეთ სერია A-ში და შობას კარგი განწყობით ვხვდებით".
ფავორიტებმა მოიგეს
"იუვენტუსის" მსგავსად, მოიგეს სხვა ფავორიტებმაც. მაგალითად, "რომამ" "ჯენოას" უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. არადა, გენუელებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს რუდი გარსიას გუნდს და მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ჯალოროსიმ" დაუმსახურებლად მოიგო - მით უმეტეს, მასპინძლებმა მეორე გოლი მაშინ შეაგდეს, როდესაც მოედანზე კაცნაკლულნი იყვნენ. ედინ ჯეკოს უმტყუნა ნერვებმა, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო ტურსაც გამოტოვებს.რთული გასვლითი მატჩი ჰქონდა "ნაპოლის", რადგან ბერგამოში მოგება ტრადიციულად რთული საქმეა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლელებმა მიზანს უწიეს და სახლში სამი ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ. მორიგი დუბლი მიითვალა აქტივში გონსალო იგუაინმა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. მოკლედ, მცირე ჩავარდნის შემდეგ "ნაპოლიმ" ისევ ივარგა და ლიდერთა სამეულშია გამაგრებული.
"ფიორენტინამ" "კიევოს" უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა. ფლორენციელებმა მალევე გაუტანეს მეტოქეს ორი გოლი და საქმეც მოამთავრეს. ჯერ ნიკოლა კალინიჩი გამოირჩა, შემდეგ იოსიპ ილიჩიჩი, დარჩენილი დრო კი მასპინძლებმა ბურთის გორებაში გალიეს, თუმცა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ვერონელთა კართან.
"ვიოლა" კვლავაც მეორე ადგილზეა და არ აპირებს პოზიციის დათმობას. მეტიც, მატჩის წინ ნიკოლა კალინიჩი სკუდეტოზე ალაპარაკდა და მას მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს - როგორც ჩანს, ტოსკანელებს ჩემპიონთა ლიგის საგზური აღარ აკმაყოფილებთ და თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწიეს.
"მილანმაც" იძალა
"მილანმა" "ფროზინონეს" 4 გოლი გაუტანა, 2 გაუშვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. სტუმართაგან თითო გოლი გაიტანეს ინაციო აბატემ, ალექსმა, კარლოს ბაკამ და ჯაკომო ბონავენტურამ. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა დიდი უპირატესობით წარმართა შეხვედრა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. "როსონერიმ" შედარებით გამოისწორა სატურნირო ვითარება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. ვინჩენცო მონტელას თავკაცობით, პირველი მატჩი მოიგო "სამპდორიამ", დაამარცხა რა საკუთარ კედლებში "პალერმო". გენუელთა ახალ თავკაცი ჯერ კიდევ ოპტიმალური ტაქტიკა-შემადგენლობის ძიებაშია და მისი გუნდი ვერაფერ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ სიცილიელთა დასაჯაბნად ესეც საკმარისი გამოდგა.
XVII ტური
19 დეკემბერი
ბოლონია-ემპოლი 2:3
გოლები: 0:1 პუჩარელი (24), 1:1 ბრიენცა (36), 1:2 მაკარონე (42), 2:2 დესტრო (45), 2:3 მაკარონე (48)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო, ოიკონომო, მაზინა - ტაიდერი, კრიზეტიგი (56. ფალკო), დონსა (72. პულგარი) - მუნიერი (85. მანკოზუ), ბრიენცა, დესტრო
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (79. ძამბელი), ტონელი, კოსტა, მარიო რუი - ზელინსკი (85. კროჩე), პარედესი, ბუჩელი - საპონარა - მაკარონე (69. ლივაია), პუჩარელი
გაფრთხილება: ტაიდერი, პულგარი - სკორუპსკი, კოსტა, მარიო რუი, ლაურინი
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 10-12 (3-8); ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 20 000
20 დეკემბერი
კარპი-იუვენტუსი 2:3
გოლები: 1:0 ბორიელო (15), 1:1 მანჯუკიჩი (18), 1:2 მანჯუკიჩი (41), 1:3 პოგბა (50), 2:3 ბონუჩი (90-საკ. კარში)
კარპი (5-3-2): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია, სილვა - კოფიე (70. ბიანკო), მარონე, ლოლო - დი გაუდიო (54. ლაზანია), ბორიელო (66. მბაკოგუ)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი (57. რუგანი), ბონუჩი, კიელინი - კუადრადო (83. ლიხტშტაინერი), ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა - დიბალა (69. მორატა), მანჯუკიჩი
გაფრთხილება: სილვა (კარპი)
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 7-10 (3-7); ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 10 000
ატალანტა-ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 ჰამშიკი (52-პენ.), 1:1 გომესი (54), 1:2 იგუაინი (62), 1:3 იგუაინი (85)
ატალანტა (4-3-3): ბასი - ბელინი (64. რაიმონდი - 79. მაზიელო), სტენდარდო, პალეტა, ბრივიო - დე რუნი (78. დალესანდრო), გრასი, ჩიგარინი - მორალესი, გომესი, დენისი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (66. დავიდ ლოპესი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (72. მერტენსი), კალეხონი, იგუაინი (89. მაჯო)
გაფრთხილება: ჩიგარინი - კულიბალი
გაძევება: პალეტა (90) - ჟორჟინიო (73)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-14 (5-7); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 22 000
ფიორენტინა-კიევო 2:0
გოლები: 1:0 კალინიჩი (20), 2:0 ილიჩიჩი (32)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი - ბერნარდესკი, ვესინო, ბადელი, ალონსო - ბორხა ვალერო (81. სუარესი), ილიჩიჩი (58. ფერნანდესი) - კალინიჩი
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი (65. რიგონი), ჰეტემაი - ბირსა (74. პეპე) - პალოსკი, მეჯორინი (46. ინგლეზე)
გაფრთხილება: ბერნარდესკი - ინგლეზე, გამბერინი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 12-4 (8-2); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 30 000
ვერონა-სასუოლო 1:1
გოლები: 0:1 ფლოკარი (34), 1:1 ტონი (39)
ვერონა (4-4-1-1): გოლინი - სალა, ბიანკეტი, მორასი, სუპრაიენი - ვსზოლეკი, ალფრედსონი (60. გრეკო), ვივიანი, სილიგარდი (60. პაცინი) - იონიცა - ტონი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო - ლარიბი (68. ბიონდინი), მისიროლი, პელეგრინი (82. დანკანი) - სანსონე, პოლიტანო (58. ფლორო ფლორესი), ფლოკარი
გაფრთხილება: ალფრედსონი, სალა- მისიროლი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-11 (6-5); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 18 000
რომა-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 ფლორენცი (42), 2:0 უმარი (89)
რომა (4-3-3): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - პიანიჩი (65. იაგო), დე როსი, საინგოლანი (88. ვანკური) - სალაჰი (82. უმარი), ჟერვინიო, ჯეკო
ჯენოა (5-4-1): პერინი - იძო, მუნიოსი, დე მაიო, ანსალდი (57. პანდევი), ლაქსალტი - რინკონი, პანაიოტისი (64. სისოხო), კაპელი (46. ლაზოვიჩი), გაპკე - ნიჩამი
გაფრთხილება: ნაინგოლანი, პიანიჩი - ლაქსალტი
გაძევება: ჯეკო (74. რომა)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 12-6; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-10 (4-5); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 40 000
ფროზინონე-მილანი 2:4
გოლები: 1:0 დ. ჩოფანი (19), 1:1 აბატე (50), 1:2 ბაკა (55), 1:3 ალექსი (77), 2:3 დიონისი (83), 2:4 ბონავენტურა (90)
ფროზინონე (4-4-2): ლეალი - მ. ჩოფანი (90. ლონგო), ბლანკარდი, დიაკიტე, პავლოვიჩი - ტონევი (63. პაგანინი), გორი (72. ჩიბსა), სამარკო, სოდიმო - დ. ჩოფანი, დიონისი
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო - ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა - ნიანგი (80. ლუის ადრიანო), ბაკა (90. პოლი)
გაფრთხილება: პავლოვიჩი, სოდიმო, ტონევი, დიონისი, დ. ჩოფანი - დონარუმა, რომანიოლი, ნიანგი
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-17 (6-12); ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 10 000
სამპდორია-პალერმო 2:0
გოლები: 1:0 სორიანო (53), 2:0 ივანი (76)
სამპდორია (4-3-2-1): ვივიანო - დე სილვესტრი, მოისანდერი, რეჯინი, კასანი - ფერნანდო, ბარეტო (78. ხრისტოდოლოპულოსი), ივანი - სორიანო (87. კოდა), კარბონერო - კასანო (71. მურიელი)
პალერმო (4-3-1-2): სორენტინო - სტრუნა (80. რისპოლი), გონსალესი, გოლდანიგა, ლაზაარი - ჰილემარკი, მატო, ჩოჩევი (57. კუაიზონი) - ვასკესი - ტრაიკოვსკი, ჯილარდინო (64. დურდევიჩი)
გაფრთხილება: ფერნანდო, ივანი - გონსალესი, სტრუნა, ვასკესი, დურდევიჩი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-25; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-11 (7-5); ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 20 000
ტორინო-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 პერიცა (41)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო (70. მაქსი ლოპესი), იანსონი, მორეტი - ძაპაკოსტა, ვივესი, ბენასი (63. ასკუა), ბაზელი, მოლინარო (57. აეელარი) - კვალიარელა, ბელოტი
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე, დანილო, ფელიპე - ვიდმერი, ბადუ, ფერნანდესი, ლოდი (89. იტურა), ედენილსონი (75. ალი ადნანი) - პერიცა, დი ნატალე (66. პირისი)
გაფრთხილება: ბოვო, მაქსი ლოპესი - დანილო
გაძევება: ვაგუე (64. უდინეზე)
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-11 (1-7); ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 18 000
ინტერი-ლაციო 1:2
გოლები: 0:1 კანდრევა (5), 1:1 იკარდი (61), 1:2 კანდრევა (87)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - მონტოია, მირანდა, მურილიო, ტელესი (89. პალასიო) - მედელი, მელო - პერიშიჩი, იოვეტიჩი (58. ლიაიჩი), ბიაბიანი (58. ბროზოვიჩი) - იკარდი
ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო, მაურისიო, ჰოედტი, რადუ - პაროლო, ბილია, სავიჩი - კანდრევა (90. პატრიჩი), ანდერსონი (83. კეიტა), მატრი (74. ჯორჯევიჩი)
გაფრთხილება: ბიაბიანი - ბილია, კანდრევა
გაძევება: მელო (90) - სავიჩი (90)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-25; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-3 (3-2); ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 65 000
ბომბარდირები: 16 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 10 - მარტინს ედერი (სამპდორია), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მირალემ პიანიჩი (რომა).
მომდევნო ტური
6 იანვარი:
კიევო-რომა, ემპოლი-ინტერი, ჯენოა-სამპდორია, იუვენტუსი-ვერონა, ლაციო-კარპი, მილანი-ბოლონია, ნაპოლი-ტორინო, პალერმო-ფიორენტინა, სასუოლო-ფროზინონე, უდინეზე-ატალანტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"