* "ემპოლიმ" საკუთარ ისტორიაში პირველად მოიგო სერია A-ში მიჯრით 4 მატჩი.
* "ბოლონია"-"ემპოლის" მატჩში (2:3) ხუთივე გოლი იტალიელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ეს მიმდინარე სეზონში იტალიელებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
* "იუვენტუსს" ამ სეზონში საჯარიმოს შიგნიდან ყველაზე ცოტა (6) გოლი აქვს გატანილი, "კარპის" კი ყველაზე მეტი (27) - გაშვებული.
* მარიო მანჯუკიჩმა "იუვეს" მაისურით პირველად შეასრულა დუბლი და ასევე პირველად შეძლო ზედიზედ 2 თამაშში გატანა.
* "კარპისთან" მატჩის
* "იუვენტუსი" 7 ტურია მიყოლებით იგებს. მასიმილიანო ალეგრიმ კარიერაში პირველად იმარჯვა სერია A-ს ზედიზედ 7 მატჩში.
* მარეკ ჰამშიკმა 1392-წუთიანი უგოლო სერიის მერე გაიტანა. სლოვაკ ნახევარმცველს იტალიის ჩემპიონატში ასეთი ხანგრძლივი პაუზა აქამდე არ ჰქონია.
* გონსალო იგუაინს სერია A-ში უკვე 50 გოლი აქვს გატანილი. პიპიტას ამისთვის 82 მატჩი დასჭირდა.
* "რომამ" მიმდინარე სეზონში პირველად შეძლო ზედიზედ ორ ტურში გოლის არგაშვება.
* "ფროზინონესთან" მატჩამდე "მილანს" ამ სეზონში ხუთივე მატჩი წაგებული ჰქონდა, როდესაც მეტოქე წინ გადიოდა.
* ანტონიო კასანომ 2014 წლის ნოემბრის მერე პირველი საგოლე პასი გააკეთა.
* "მილანმა" "ფროზინონეს" კარში ზუსტად 10-ჯერ დაურტყა. ეს "როსონერის" საუკეთესო შედეგია 2013 წლის ნოემბრის შემდგომ.
* "ლაციოსთან" მატჩის პირველ ტაიმში "ინტერს" რომაელთა კარში ზუსტად არ დაურტყამს.
* მიმდინარე ჩემპიონატში მაურო იკარდიმ პირველად მოახერხა ზედიზედ ორ ტურში გატანა.
* 2015 წელს "იუვემ" სერია A-ში ყველაზე მეტი (81) ქულა დააგროვა - "იუვენტუსი" (81), "ფიორენტინა" (75), "ნაპოლი" (71), "ინტერი" (70), "რომა" (66), "ლაციო" (65), "ტორინო" (59), "სასუოლო" (56), "მილანი" (55), "ემპოლი" (52).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"