"მილანი" მადრიდის "რეალიდან" იჯარით ისკოს აყვანას შეეცდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ისკო "მილანის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ Football Italia იუწყება. წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი 23 წლის ესპანელის იჯარით აყვანას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰავბეკით "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" ინტერესდებოდნენ.

მიმდინარე სეზონში ისკომ ესპანეთის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი შედეგიანი პასი მიითვალა. ამას გარდა, მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში სამი საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული