"პალერმოში" მწვრთნელი შეიცვალა

AutoSharing Option
გასულ ტურში "პალერმომ" გასვლაზე "ვერონა" დაამარცხა, მატჩის შემდეგ კი სიცილიური გუნდის კაპიტანმა სტეფანო სორენტინომ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

"დროა, ყველამ გაიგოს, რომ გუნდში კონფლიქტია და ფეხბურთელები მწვრთნელ დავიდე ბალარდინისთან საერთო ენას ვერ ვპოულობთ. ეს თამაში უმწვრთნელოდ მოვიგეთ, რადგან არც მატჩის დაწყებამდე და არც შესვენებაზე ბალარდინისთან არ გვისაუბრია. ტაქტიკა და შემადგენლობა ჩვენ თვითონვე, ფეხბურთელებმა შევარჩიეთ. ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ და ეს არ გაგვჭირვებია. თუმცა, დროა, ახალი მწვრთნელი მოვიდეს, რომ საწვრთნელი პროცესი ნორმალურ რეჟიმში წარიმართოს".

ბუნებრივია, "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ ზომები მიიღო
- მან ბალარდინი, რომელიც თურმე, ფეხბურთელებს არ ელაპარაკებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად 49 წლის ფაბიო ვივიანი დანიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული