სერია A. XX ტურის ფაქტები და ციფრები: იმობილეს ტრიუმფი შინ

AutoSharing Option
* ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში მხოლოდ ორი კლუბი რჩება მოუგებელი - საფრანგეთის ლიგა 1-ში "ტრუა" (21 ტურის მერე) და იტალიის სერია A-ში "ვერონა" (20 ტურის შემდეგ).

* ჩირო იმობილემ სერია A-ში დაბრუნება გოლით აღნიშნა. ახლა მას იტალიის ჩემპიონატის ბოლო 9 მატჩში 10 გოლი უგროვდება.

* მიმდინარე სერია A-ში "იუვენტუსის" კარისკენ გუნდები ყველაზე იშვიათად ახერხებენ დარტყმას (175).

* ჯაკომო ბონავენტურას ყველაზე მეტი (50) საგოლე შანსი აქვს შექმნილი.

* მიმდინარე სერია A-ში სამირ ჰანდანოვიჩმა უკვე მე-4 ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც 5 ან
მეტი სეივი გააკეთა საჯარიმოში დარტყმებისას.

* ხოსე კალეხონმა ნავსი გატეხა და სერია A-ში 26-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

* "ნაპოლის" 10 საშინაო მატჩში 26 ქულა აქვს მოგროვებული - 8 მოგება, 2 ფრე.

* "იუვენტუსმა" 2012 წლის ნოემბრის მერე პირველად მოახერხა პირველივე ტაიმში 4 ან მეტი გოლის გატანა.

* ალბანო ბიცარი გახდა მე-5 სამხრეთამერიკელი მეკარე, რომელსაც სერია A-ში 100 ან მეტი მატჩი დაუგროვდა - ჟულიო სეზარი (228 მატჩი - 95-ჯერ შეინახა კარი მშრალად), დიდა (206 - 88), მარიანო ანდუხარი (172 - 42), დონი (148 - 54), ალბანო ბიცარი (100 - 30).

* "კარპიმ" თავის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა და მიჯრით ორჯერ უმაღლეს ლიგაში პირველად იმარჯვა.

* კარლოს ბაკამ თავისი მე-9 გოლი გაიტანა სერია A-ში. მას სულ 17 ზუსტი დარტყმა აქვს განხორციელებული.

* "მილანს" "ფიორენტინასთან" მატჩში ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 31.2% ჰქონდა. მხოლოდ "რომამ" მოახერხა ამ სეზონში ბურთის ფლობის უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებლით (29.2%) გამარჯვების მოპოვება. საინტერესოა, რომ "გლადიატორებმაც" "ფიორენტინა" დაამარცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული