რჩევა ანტონიო კონტეს - ეს ბიჭი გამოიძახე!

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ბრწყინვალედ ასპარეზობს ლეონარდო პავოლეტი, რომელსაც "ჯენოას" შემადგენლობაში 13 მატჩი აქვს გამართული და 10 გოლი გატანილი.

27 წლის თავდამსხმელმა სეზონი სათადარიგო ფეხბურთელის რანგში დაიწყო და სწორედ ამიტომ გამოტოვა მთელი 7 ტური - წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი გოლი ექნებოდა გატანილი.

პავოლეტის პროგრესი იტალიაში არავის გამოჰპარვია და მის შესახებ არაერთი სტატია დაიწერა, "ჯენოას" მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო გასპერინიმ კი იტალიის ნაკრების მწვრთნელს მიმართა და ლეონარდოს გამოძახება ურჩია:

"პავოლეტის 13 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ფანტასტიკური შედეგია. ვფიქრობ, რომ
ლეონარდო იტალიის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს და იმედი მაქვს, რომ ანტონიო კონტე მიაქცევს მას ყურადღებას. მინდა ვურჩიო "სკუადრა აძურას" მწვრთნელს, რომ მისცეს შანსი პავოლეტის, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპის ჩემპიონატზე წაადგება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავის დროზე ვერავინ მიხვდა რატომ წაიყვანეს სკილაჩი მსოფლიოზე, იქ კი რეები აკეთა. ვან ბასტენიც ბოსმანის დუბლიორად წაიყვანეს ევრო 88-ზე...
kote
02:33 21-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული