სერია A. XXII ტურის წინ: წინ მადონინაა, უკანდასახევი გზა მოჭრილია

AutoSharing Option
სერია A-ს 22-ე ტურში ერთი გამორჩეული მატჩია და სწორედ მასზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. "სან სიროზე" მილანური დერბია და მიუხედავად იმისა თუ რა პოზიციაზე არიან გუნდები სატურნირო ცხრილში, ეს თამაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

"მილანი"
"მილანმა" იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ. მოკლედ, სინიშა მიხაილოვიჩის შეგირდები მილანურ დერბის კარგ ხასიათზე ხვდებიან, მაგრამ თავად იმ ფაქტს ვერსად გავექცევით, რომ "როსონერის" თამაშში ისევ უამრავი ხარვეზია.

"ინტერთან" შეხვედრისთვის მიხაილოვიჩი 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, შეტევის წინა ხაზზე
ნაცად ტანდემს გაამწესებს მბაიე ნიანგისა და კარლოს ბაკას შემადგენლობით. შუახაზში კეისუკე ჰონდას, რიკარდო მონტოლივოს, ანდრეა ბერტოლაჩის და ჯაკომო ბონავენტურას ვიხილავთ.

სავარაუდოდ, თადარიგში დარჩება მარიო ბალოტელი, რომელმაც სათასო პაექრობაში მსუბუქი ტრავმა მიიღო და ესეც რომ არა, ისედაც არ გახლავთ სასტარტოს ფეხბურთელი.

"მილანს" ერთ-ერთი ბოლო შანსი აქვს, რომ ლიდერებს მიუახლოვდეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. ჯერჯერობით, "როსონერის" მოხვედრა არა თუ სამეულში, ევროპალიგის ზონაშია ძალიან საეჭვო. მოკლედ, მიხაილოვიჩის გუნდს დასაკარგი ბევრი არაფერი აქვს და აუცილებლად შეუტევს.

სავარაუდო შემადგენლობა
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, საპატა, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა - ნიანგი, ბაკა

"ინტერი"
უკანდასახევი გზა არც "ინტერს" აქვს, რადგან რობერტო მანჩინის გუნდი ლიდერებს ჩამორჩა და თუ ვითარება უმოკლეს დროში არ გამოასწორა, არა თუ სკუდეტოსთვის ბრძოლას ჩამოშორდება, ჩემპიონთა ლიგის ზონასაც დაშორდება. სატურნირო ცხრილში, "ნერაძური" მე-4 ადგილზე?, სულ ახლო წარსულში კი პირველ ადგილზე იყო. "ინტერს" რთული მატჩი ელის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კარგი შანსია ჩავარდნის დასაძლევად და სწორ რელსებზე დასაბრუნებლად.

სავარაუდოდ, რობერტო მანჩინი 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ივან პერიშიჩს, ადემ ლიაიჩს და მაურო იკარდის გაამწესებს. "ინტერი" შეტევაზე ითამაშებს და რადგან "მილანიც" იგივეს აპირებს, წესით სანახაობრივი მატჩი უნდა გამოვიდეს.

სავარაუდო შემადგენლობა
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ტელესი - ბროზოვიჩი, მედელი, კონდოგბია - პერიშიჩი, ლიაიჩი, იკარდი

სინიშა "ინტერის" წინააღმდეგ
წინ მილანური დერბია და ბუნებრივია, რომ იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ყველა ამ მატჩზე ლაპარაკობს. თუმცა, ჩვენ მწვრთნელების და ფეხბურთელების კომენტარებს გავეცნოთ...

სინიშა მიხაილოვიჩი (მილანის მწვრთნელი): "მთელ ქეყნისთვის განსაკუთრებული მატჩია და, რა გასაკვირია, რომ პირადად ჩემთვისაც ასე იყოს. დიახ, მე დიდი ხანი ვიყავი "ინტერში" და იმ წლებს ყოველთვის კარგად ვიხსენებ, მაგრამ დღეს "მილანის" მწვრთნელი ვარ და ჩემი ფიქრები მხოლოდ ამ გუნდს დატრიალებს. მოგება გვჭირდება და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ბალოტელის მსუბუქი ტრავმა აქვს, თუმცა იმედი მაქვს რომ თამაშამდე მომჯობინდება. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ბოლომდე ვენდობი და მჯერა, რომ შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენენ".

რობერტო მანჩინი (ინტერის მწვრთნელი): "შუა კვირაში, სათასო პაექრობა გვქონდა "იუვენტუსთან", წინ კი მილანური დერბი?. ურთულესი კალენდარი გვაქვს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. "მილანი" პირველ ნომრად შეეცდება თამაშს და მთავარი ბრძოლა მოედნის ცენტრში გაიმართება. უნდა მოვიგოთ, რათა საკუთარი თავის რწმენა გავიმყაროთ".

რიკარდო მონტოლივო (მილანი): "მილანური დერბი გამორჩეული მატჩია და ამას ვერსად გავექცევით. ქალაქი ორად არის გაყოფილი და ეს დაძაბულობა ჩვენზეც აისახება. წნეხი დიდია, მაგრამ დერბი დელა მადონინა ამის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა და ამიტომ, მხოლოდ სამი ქულა გვჭირდება".

სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი): "მოუგებელი სერია გაგვიგრძელდა და იმედი მაქვს, რომ ნავსი მილანურ დერბიში გატყდება. ვფიქრობ, შანსები 50-50-ზეა, რადგან ასეთ მატჩებში ფავორიტი არ არსებობს. დაძაბული მატჩი იქნება და მოიგებს ის გუნდი, ვინც დამაგვირტვინებელ ფაზაში უკეთ გაირჯება. ვის ვუფრთხი მეტოქე გუნდიდან? - კარლოს ბაკას, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია".

მე-12 მოგებისთვის
ტურინის "იუვენტუსი" "კიევოს" ესტუმრება და შეეცდება, რომ მიჯრით მე-12 გამარჯვება მოიპოვოს. მასიმილისანო ალეგრი სერია A-ში როტაციას ერიდება და დიდი ალბათობით, ვერონელებსაც პაულო დიბალა-მარიო მანჯუკიჩის ტანდემს დაუპირისპირებს. მატჩის წინ, "ვეკია სენიორას" თავკაცმა მეტოქე შეაქო და განაცხადა, რომ "კიევო" საკუთარ არენაზე ყოველთვის სახიფათოა.

სარი "ემპოლის" წინააღმდეგ
"ნაპოლი" "ემპოლის" უმასპინძლებს და ბუნებრივია, რომ ლიდერობის შენარჩუნებას შეეცდება. მაურიციო სარი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისოირდება და ეს მატჩის დამატებითი ინტრიგაა. გონსალო იგუაინი მწყობრშია და ნეაპოლელები მთავარ იმედებს მასზე ამყარებენ. "ნაპოლი" ფავორიტია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მიმდინარე სეზონში, "ემპოლი" შესანიშნავად ასპარეზობს. "ემპოლის" ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე განაცხადში იქნება და შესაძლოა, თამაშიც მოუწიოს.

შაბათი. 30 იანვარი
კარპი-პალერმო 18:00
დისკვალიფიკაცია: პაშუტი (კარპი)
ტრავმა: ფედელე, Lეტიცია - ბოლხონი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (3-5)

ატალანტა-სასუოლო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარმონა, პალეტა, პინილია - ტერანოვა, მისიროლი
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=2-2, (12-7)

რომა-ფროზინონე 23:45
დისკვალიფიკაცია: გორი (ფროზინონე)
ტრავმა: კაპრადოსი, პონჩე, ნურა, უჩანი, მაიკონი - კრიველო, კარლინი
ბოლო 6 შეხვედრა
1-4-1 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2-0)

კვირა. 31 იანვარი
კიევო-იუვენტუსი 15:30
დისკვალიფიკაცია: ცეზარი - ევრა
ტრავმა: ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი - პერეირა, ლემინა
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 6-0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +7=1-17, (21-46)

ბოლონია-სამპდორია 18:00
დისკვალიფიკაცია: კასანი (სამპდორია)
ტრავმა: კრაფტი, ბრიენცა, მაიეტა - მესბა
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +4=10-8, (27-34)

ჯენოა-ფიორენტინა 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფიგუეირასი, პანაიოტისი - ბადელი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +3=9-10, (24-37)

ნაპოლი-ემპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრასი - მჭედლიძე (?), კოსტა
ბოლო 6 შეხვედრა
5-1-0 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +2=4-5, (11-22)

ტორინო-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: ვივესი, გლიკი (ტორინო)
ტრავმა: ობი, იანსონი, პერესი - რომულო, ალბერტაცი, ტონი, ვივიანი, სუპრაიენი, გოლინი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +11=5-5, (33-27)

უდინეზე-ლაციო 18:00
დისკვალიფიკაცია: რადუ, ლულიჩი (ლაციო)
ტრავმა: მერკელი, პასკუალი, დომიცი, დი ნატალე - დე ვრი, ბილია, ჰოედტი, ჯენტილეტი, მარკეტი, მაურისიო
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +12=9-23, (60-84)

მილანი-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მენეზი, დიეგო ლოპესი, ელი, მექსე, ალექსი (მილანი)
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 თამაში: +20=13-20, (69-67)

ბომბარდირები: 21 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), კარლოს ბაკა (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული