* ტურინის "იუვენტუსმა" ზედიზედ მე-12 ტურში იმარჯვა.
* პოლ პოგბა ხშირად ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, მაგრამ კონკრეტულად სერია A-ს მატჩში ფრანგმა ნახევარმცველმა მხოლოდ მეორედ შეძლო გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.
* 2015/16 წლების სეზონში "ნაპოლის" ლორენცო ინსინიემ მეექვსედ მოახერხა გოლის გატანაც და ასისტენტობაც. ეს სერია A-ში საუკეთესო შედეგია.
* "ჯენოასთან"
* "ნაპოლიმ" ჩემპიონატში მიჯრით მე-6 მატჩის მოგება შეძლო. მსგავსი რამ ნეაპოლიტანელებს 1988 წლის მერე არ ჰქონდათ გაკეთებული.
* "ინტერის" წინააღმდეგ "მილანს" სერია A-ში ყველაზე მეტი (61) წაგება აქვს და ყველაზე მეტი გოლიც (225) "ნერაძურისგან" აქვს გაშვებული.
* "როსონერიმ" "ინტერს" 3:0 მოუგო და პირველი გოლი ალექსმა გაიტანა თავური დარტყმით. ეს გახლდათ პირველი თავური, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში "ინტერმა" გაუშვა.
* ბოლო "დერბი დელა მადონინა", რომელშიც "მილანმა" სამი გოლი მაინც გაიტანა, 2011 წლის აპრილში იყო.
* საინტერესოა, რომ უკანასკნელი 13 გოლი, რომელიც მილანურ დერბიში გავიდა, 13-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.
* დრის მერტენსმა შეცლებზე შესვლების მერე 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 3 პასი). ეს მიმდინარე სერია A-ს საუკეთესო შედეგია.
* მას მერე, რაც გასულ წინა უქმეებზე საფრანგეთში "ტრუამაც" კი შეძლო გამარჯვების მოპოვება, ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში "ვერონა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუგია. 22 ტურის მერე ვერონელები 11 ქულით ცხრილის ფსკერზე არიან და უსაფრთხო ზონას 12 ქულით ჩამორჩებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"