დრის მერტენსი: მოპოვებული სკუდეტო დიდწილად კვარაცხელიას დამსახურებაა

AutoSharing Option
"გალათასარაის" 37 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა დრის მერტენსმა "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში თავის ყოფილ გუნდზე, "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

- შეიძლება თუ არა "ნაპოლიში" კონტესთან დაბრუნდეთ?
- არა, ჩვენ ამაზე არასოდეს არ გვილაპარაკია. თუმცა მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია, აქვს ქარიზმა და შესაფერესი ადამიანი გუნდში შესაფერის დროს მივიდა. ფეხბურთელებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რაც  ნორმალურია. "ნაპოლი" ევროტურნირებზე არ მიიღებს მონაწილეობას, ეს კი უპირატესობა იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბევრს იმუშავებენ.

- გასულ სეზონში "ნაპოლის" ჩავარდნა რამ გამოიწვია?
- არ ვიცი, შესაძლოა, სკუდეტოს მოპოვების შემდეგ
ზეიმი ძალიან გაუგრძელდათ (იცინის). ეს ამ შემთხვევაში გასაგებია: ასეთი მოვლენა აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ სიტუაციის მართვა უნდა შეგეძლოს. როდესაც აქედან წავედი, ვგრძნობდი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. "იუვენტუსის" მრავალწლიანი დომინირების შემდეგ იტალიაში არ იყო სხვა საჩემპიონო კლუბი, ხოლო "ნაპოლი" ძლიერი გახლდათ.

- რამდენადაც ოსიმენი წასვლასთან სულ უფრო ახლოს არის, "აძურის" მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია გახდება. თქვენ ის მოგწონთ?
- ვის არ მოსწონს? ხალხი სტადიონზე მისნაირი ფეხბურთელების სანახავად მიდის. სანახაობრივად თამაშობს და შთამბეჭდავია. 2023 წლის ჩემპიონის ტიტული დიდწილად მისი დამსახურებაა.

- ახლა ვინაა სკუდეტოს მთავარი ფავორიტი?
- სხვებზე მეტი შანსი "ინტერს" აქვს. ჩემი აზრით, ისევ გაიმარჯვებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა დი ლორენცოს აგენტმა. მოყვა ყველა იმ სისაძაგლეზე რაც კლუბმა ჩაიდინა დი ლორენცოს წინაშე. გირჩევთ გაეცნოთ ვინაიდან ჩვენთვის ეს ინტერვიუ საინტერესოა და აი ამ მხრივ: ერთერთ ეპიზოდში ის ამბობს , რომ კონტეს მასთან საუბარში არასოდეს უთქვამს ფრაზა " დი ლორენცო უბრალოდ დარჩება გუნდში", ამას ვერ მაკადრებდაო. გესმით?! ვერ მაკადრებდაო და ასე რომ მომხდარიყო ამას არასოდეს მივიღებდი და ჩავებმებოდი ბრძოლაში სიკვდილამდეო. ვერ დავიწყებ მტკიცებას , რამდენად შეასრულებდა ეს კაცი თავის სიტყვას, მაგრამ საინტერესოა თავად კონტექსტი. ეხლა შეადარეთ ჩვენი ჯუღელის ქცევა , თავისი ტერმინოლოგიით და დასკვნები თავად გამოიტანეთ, ყველამ თავისი სინდისითა და წესიერებით ხვიჩასა და ზოგადად ქართული ფეხბურთის, მთლიანად ქართულის გათვალისწინებით.
ამატაკი
01:25 23-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული