"ფიორენტინა" "ბოლონიას" ესტუმრა და 57-ე წუთზე ჩილელი მატიას ფერნანდესის გაძევების გამო 10 კაცის ამარა დარჩა. მიუხედავად ამისა, სულ მალე სტუმრები ფედერიკო ბერნარდესკიმ დააწინაურა, მაგრამ 4 წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს, ეს ემანუელე ჯაკერინიმ გააკეთა - 1:1.
გენუაში "ჯენოა" და რომის "ლაციო" უგოლოდ დაუზავდნენ ერთმანეთს. ტურის მთავარი დაპირისპირებები კვირას გაიმართება.
ბოლონია-ფიორენტინა 1:1
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (59), 1:1 ჯაკერინი (63)
გაძევება: მ. ფერნანდესი (57. ფიორენტინა)
ჯენოა
1. ნაპოლი - 53 ქულა; 2. იუვენტუსი - 51; 3. ფიორენტინა - 46; 4. ინტერი - 44; 5. რომა - 41.