ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში "პალერმოში" ხდებოდა, არაფერში არ ეწერება. კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი ყოველ ოთხ-ხუთ დღეში ერთხელ ცვლიდა მწვრთნელებს, ბოლოს კი არჩევანი მაინც ჯუზეპე იაკინიზე შეაჩერა. გუშინ ძამპარინიმ ახალი მწვრთნელი წარადგინა და კლუბში შექმნილი ქაოსისთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა:
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჯუზეპე იაკინის, რომელიც დამთანხმდა და გუნდი ურთულეს ვითარებაში ჩაიბარა. ვიცი მისი მუშაობის მეთოდები, საქმისადმი მიდგომა და მჯერა, რომ "პალერმოს" კრიზისიდან გამოიყვანს.
მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო იმ ქაოსის გამო, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ხდებოდა - ყველაფერში
პოზიტივი უნდა ვეძებოთ და რადგან ამ არეულობამ იაკინი დაგვიბრუნა, ე.ი. ასე იყო საჭირო. ჩვენი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა და თუ ეს შევძელით, სკუდეტოს მოპოვების ტოლფასი იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"